პროგრამის EU4Digital ღონისძიებას ოპერაციული თავსებადობის საკითხზე ევროკავშირის ე-ჯანმრთელობის სექტორში
თარიღი: 08/07/21
29 ივნისს პროგრამის EU4Digital ე-ჯანმრთელობის მიმართულებამ მოაწყო ვირტუალური ღონისძიება, რომლის მიზანი იყო განახლებული ინფორმაციის მიწოდება ე-ჯანმრთელობის ოპერაციული თავსებადობის საკითხებთან დაკავშირებით ევროკავშირში. ეს არის მიმდინარე წლის მესამე ღონისძიება ე-ჯანმრთელობის სფეროში დაგეგმილი თანამშრომლობის ღონისძიებების ციკლის ფარგლებში; ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ე-ჯანმრთელობის ქსელის წევრებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან.
ღონისძიების პირველ ნაწილში მოწვეულმა სპიკერმა ევროკომისიიდან, სამეცნიერო კვლევის პროგრამის სპეციალისტმა ევროკავშირის პოლიტიკის დარგში, დოქტორმა რეზა რაზავიმ წარმოადგინა საკომუნიკაციო ქსელების, კონტენტის და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორატის (DG CNECT) ე-ჯანმრთელობის, კეთილდღეობის და დაბერების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის, სერი ტომპსონის შეტყობინების ჩანაწერი, რომელშიც მოწოდებული იყო განახლებული ინფორმაცია ევროკავშირის ახალი პროგრამების და ინიციატივების შესახებ ციფრული ჯანმრთელობის სფეროში, კერძოდ:
ევროკავშირის მონაცემთა სტრატეგიის და მონაცემებთან დაკავშირებული საქმიანობის მიმოიხლვა
საკანონმდებლო ინიციატივა ჯანმრთელობის მონაცემთა ევროპული სივრცის შესახებ
დეკლარაცია გენომის მონაცემთა ბაზის სახელმწიფოთაშორისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის თაობაზე
კიბოს ვიზუალიზაციის მეთოდების ევროპული ინიციატივა
ხელოვნური ინტელექტთან დაკავშირებული რეგულაციები
დოქტორმა რეზა რაზავიმ განმარტა, რომ ჯანმრთელობის და ჯანდაცვის ციფრული ტრანსფორმაცია ევროპის მასშტაბით აქცენტს აკეთებს ციფრულ სერვისებზე პაციენტზე ორიენტირებული მზრუნველობისთვის, აუმჯობესებს ჯანმრთელობის მონაცემთა ხელმისაწვდომობას, ჯანმრთელობის მონაცემებთან დაკავშირებას და მათ გაზიარებას სამეცნიერო კვლევის და ჯანდაცვის გამოსავლების გაუმჯობესების მიზნით.
ღონისძიების მეორე ნაწილში მოწვეულმა სპიკერმა ფილიპე მეალჰამ (SPMS – ჯანმრთელობის სამინისტროს ერთობლივი სერვისების წარმომადგენელი) მონაწილეებს გააცნო პორტუგალიის გამოცდილება ე-ჯანმრთელობის ოპერაციული თავსებადობის სფეროში. სპიკერმა წარმოადგინა პორტუგალიის მონაცემთა ეროვნული სტრატეგია, და ხაზი გაუსვა ჯანმრთელობის მონაცემთა მნიშვნელობას ჯანდაცვის განხორციელების (მონაცემთა პირველადი გამოყენება), ასევე კვლევის, პოლიტიკის დასახვის და სარეგულაციო საქმიანობაში (მონაცემთა მეორადი გამოყენება). პრეზენტაციის მეორე ნაწილში ე-ჯანმრთელობის ქსელს წარუდგინეს პორტუგალიის ე-ჯანმრთელობის ოპერაციულად თავსებადი ეკოსისტემა, რომელიც ხელს უწყობს სახელმწიფოთაშორის ელექტრონული ჯანმრთელობის სერვისებს. სპიკერმა განმარტა ევროკავშირის ციფრული Covid-სერთიფიკატის დანერგვა და მისი მიმდინარე ფუნქციონირება კომპლექსურ ეკოსისტემაში, რომელიც ხელს უწყობს პაციენტებს სერთიფიკატების მოძიებასა და ჩამოტვირთვაში.
კიდევ ერთმა მოწვეულმა სპიკერმა კარლოს მატეუ ლოპესმა (ოპერაციული თავსებადობის და ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, FTSS) გააზიარა ინფორმაცია ე-ჯანმრთელობის ოპერაციული თავსებადობის ბოლო განახლებების შესახებ კატალონიაში. ე-ჯანმრთელობის ქსელს გააცნეს კატალონიის ციფრული ჯანმრთელობის ეკოსისტემა, ასევე ოპერაციული თავსებადობის რამდენიმე მიმართულება, მათ შორის ოპერაციული თავსებადობის პლატფორმა (IS3), პათოლოგიური გამოსახულებების საცავი (PAT-SIMDCAT), მობილობის მონაცემთა საცავი (mConnecta).
ღონისძიების დასკვნით ნაწილში აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყნის წარმომადგენლებმა დამსწრეებს გააცნეს ე-ჯანმრთელობის ოპერაციული თავსებადობის განახლებული ინფორმაცია საკუთარ ქვეყნებში. ბელარუსის წარმომადგენელმა ისაუბრა ოპერაციული თავსებადობის საკანონმდებლო, კონცეპტუალურ და ტექნიკურ საკითხებზე ქვეყანაში. მაგალითად, ტელემედიცინის ტექნოლოგიების გამოყენება და ე-ჯანმრთელობის ფუნქციონირებადი ცენტრალიზებული სისტემის დანერგვა ქვეყანაში ახალი კანონმდებლობის ფარგლებში განხორციელდება. უკრაინის წარმომადგენელმა ისაუბრა ელექტრონულ ჯანმრთელობის საქმიანობის შესახებ ქვეყანაში (ე-რეცეპტი, ე-ავადმყოფობის ისტორია, ე-რეფერალები და სხვა), და მომავალ გეგმებზე, რომლებიც მიზნად ისახავს ქაღალდის დოკუმენტაციის მხოლოდ ელექტრონული მონაცემებით ჩანაცვლებას ჯანდაცვის სისტემაში. სომხეთის წარმომადგენელმა დამსწრეებს გააცნო ჯანმრთელობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ე-ჯანმრთელობის განვითარების სამოქმედო გეგმა, რომლის ფარგლებში დაინერგება ე-რეცეპტები, ტელემედიცინა და ჯანმრთელობის მონაცემთა ანალიზის და ანგარიშგების ინსტრუმენტები.
ამ ვებსაიტზე ჩვენ ვიყენებთ cookie-ფაილებს იმისათვის, რომ გაგიუმჯობესოთ ვებსაიტზე მუშაობა, ვებსაიტზე ნავიგაცია და ამ ვებსაიტით სარგებლობის ანალიზი. ღილაკზე ""თანხმობა ყველა cookie-ფაილზე” თითის დაჭერით, თქვენ ეთანხმებით cookie-ფაილების გამოყენებას ჩვენს მიერ.
დამატებითი ინფორმაცია ჩვენს მიერ გამოყენებული cookie-ფაილების შესახებ, ან თქვენი cookie-ფაილების პარამეტრების შეცვლა შეგიძლიათ Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკაში.
ფუნქციური Cookie-ფაილები
ფუნქციური Cookie-ფაილები, რომლებიც აუცილებელია ვებსაიტის ფუნქციონირებისთვის. ეს Cookie-ფაილები ასევე გვეხმარება ვებსაიტის საქმიანობის მაჩვენებლების შეფასებაში და აუმჯობესებს მომხმარებელთან ურთიერთობას; გარდა ამისა, ისინი იმახსოვრებს ნებისმიერ პარამეტრს, რომელიც შესაძლოა არჩეული გქონდეთ.
If you disable this cookie, we will not be able to save your preferences. This means that every time you visit this website you will need to enable or disable cookies again.
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები, რომლებსაც ვიყენებთ მომხმარებლის აქტივობაზე და სესიებზე თვალის მიდევნების მიზნით იმისათვის, რომ შევძლოთ უფრო პერსონალიზებული მომსახურების მიწოდება, და (სარეკლამო Cookie-ფაილების შემთხვევაში) რომლებსაც საიტზე ათავსებენ ის მესამე მხარეები, ვისთან ერთადაც ვახორციელებთ სარეკლამო კამპანიებს, და რომლებიც გვაძლევს თქვენთვის შესაბამისი რეკლამის მოწოდების საშუალებას. ეს არის არასავალდებულო Cookie-ფაილები და მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მათზე უარის თქმა ნებისმიერ დროს.