ინიციატივის EU4Digital საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების მიწვევა „ციფრული მცირე და საშუალო საწარმოების ევროპულ ალიანსში“ გაერთიანებისთვის მცირე და საშუალო საწარმოების საერთაშორისო თანამშრომლობის მხარდასაჭერად ციფრული ბაზრების განვითარების საკითხებზე.
თარიღი:
11/10/21
11 ოქტომბერს ინიციატივა EU4Digital აწყობს ვირტუალურ ექსკურსიას, რომელიც მხარს დაუჭერს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის წარმომადგენლების ევროპულ ქსელში – ციფრული მცირე და საშუალო საწარმოების ევროპულ ალიანსში გაერთიანებას.
კონსულტაციები გამიზნულია ასოციაციების და ორგანიზაციების კონკრეტულად შერჩეული ჯგუფისთვის, რომელიც ხელს უწყობს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების/ციფრული მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. შეხვედრის ამოცანაა სამიზნე ორგანიზაციების აღმასრულებელი პოტენციალის გაძლიერება შემდეგი საქმიანობის მხარდაჭერით: საერთაშორისო ბიზნეს-თანამშრომლობის შესაძლებლობების გამოყენება მათი წევრი მცირე და საშუალო საწარმოების მიერ; და პერსპექტივების შექმნა პოლიტიკასა და ეკოსისტემებთან დაკავშირებული საქმიანობის გასააქტიურებლად. აღნიშნული საქმიანობა განხორციელდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული ბაზრების განვითარების მიზნით.
ვირტუალურ ექსკურსიას ჩაატარებენ ინიციატივის „ციფრული მცირე და საშუალო საწარმოების ევროპული ალიანსის“ წარმომადგენლები, ხოლო ფასილიტატორი იქნება პროგრამის EU4Digital ICT ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელი ანა პობოლი. კონსულტაცია მოიცავს შემდეგ საკითხებს: სერვისები, ციფრული მცირე და საშუალო საწარმოების ევროპული ალიანსის და ევროპული ციფრული ინოვაციების კლუბის მიერ შემოთავაზებული პროექტები და პარტნიორობები. გარდა ამისა, კლუჟის საინფორმაციო ტექნოლოგიების კლასტერის აღმასრულებელი დირექტორი ანდრეი კელემენი მონაწილეებს გაუზიარებს ციფრული ბიზნეს-ასოციაციების დაკავშირების გამოცდილებას ბალკანეთის, შავი ზღვის და ბალტიკის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კლასტერების ქსელის (3B ICT Network) ფარგლებში, რომელიც ასევე ციფრული მცირე და საშუალო საწარმოების ევროპული ალიანსის წევრია.
ღონისძიების საბოლოო მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ორგანიზაციების ინტეგრაციის მხარდაჭერა ციფრული მცირე და საშუალო საწარმოების ევროპული ალიანსის ქსელში. აღნიშნული ხორციელდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების და ევროკავშირის ციფრული მცირე და საშუალო საწარმოების თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის ციფრული ბაზრების განვითარების მიზნით.
დეტალური დღის წესრიგი იხილეთ აქ. დამატებითი ინფორმაცია ციფრული მცირე და საშუალო საწარმოების ევროპული ალიანსის საქმიანობის, შესაძლებლობის და შესაბამისობის კრიტერიუმების შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ აქ.
ამ ვებსაიტზე ჩვენ ვიყენებთ cookie-ფაილებს იმისათვის, რომ გაგიუმჯობესოთ ვებსაიტზე მუშაობა, ვებსაიტზე ნავიგაცია და ამ ვებსაიტით სარგებლობის ანალიზი. ღილაკზე ""თანხმობა ყველა cookie-ფაილზე” თითის დაჭერით, თქვენ ეთანხმებით cookie-ფაილების გამოყენებას ჩვენს მიერ.
დამატებითი ინფორმაცია ჩვენს მიერ გამოყენებული cookie-ფაილების შესახებ, ან თქვენი cookie-ფაილების პარამეტრების შეცვლა შეგიძლიათ Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკაში.
ფუნქციური Cookie-ფაილები
ფუნქციური Cookie-ფაილები, რომლებიც აუცილებელია ვებსაიტის ფუნქციონირებისთვის. ეს Cookie-ფაილები ასევე გვეხმარება ვებსაიტის საქმიანობის მაჩვენებლების შეფასებაში და აუმჯობესებს მომხმარებელთან ურთიერთობას; გარდა ამისა, ისინი იმახსოვრებს ნებისმიერ პარამეტრს, რომელიც შესაძლოა არჩეული გქონდეთ.
If you disable this cookie, we will not be able to save your preferences. This means that every time you visit this website you will need to enable or disable cookies again.
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები, რომლებსაც ვიყენებთ მომხმარებლის აქტივობაზე და სესიებზე თვალის მიდევნების მიზნით იმისათვის, რომ შევძლოთ უფრო პერსონალიზებული მომსახურების მიწოდება, და (სარეკლამო Cookie-ფაილების შემთხვევაში) რომლებსაც საიტზე ათავსებენ ის მესამე მხარეები, ვისთან ერთადაც ვახორციელებთ სარეკლამო კამპანიებს, და რომლებიც გვაძლევს თქვენთვის შესაბამისი რეკლამის მოწოდების საშუალებას. ეს არის არასავალდებულო Cookie-ფაილები და მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მათზე უარის თქმა ნებისმიერ დროს.