

მთავარი / იყავით ინფორმირებული / უახლესი ინფორმაცია
პროგრამის EU4Digital Smart Industry საზოგადოების სივრცის შექმნა სამრეწველო მცირე და საშუალო საწარმოების ციფრული ტრანსფორმაციის მხარდასაჭერად
თარიღი: 01/10/21
30 სექტემბერს ინიციატივამ EU4Digital მოაწყო ვირტუალური ექსკურსია, რომლის მიზანი იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენელთა გაერთიანება ევროკავშირის ინიციატივაში „ICT ინოვაციები მცირე და საშუალო სამრეწველო საწარმოებისთვის“ (I4MS).
შეხვედრაზე გაიმართა პრაქტიკული საუბარი ინიციატივასთან „ICT ინოვაციები სამრეწველო მცირე და საშუალო საწარმოებისთვის“ I4MS – ესა არის ევროპული ინიციატივა მცირე და საშუალო სამრეწველო საწარმოების და საშუალო საბაზრო კაპიტალიზაციის კომპანიების ციფრული ტრანსფორმაციის მხარდასაჭერად, რომელიც ინიციატივამ EU4Digital ციფრული ინოვაციის ჰაბების თემაზე ჩატარებულ წარსულ ღონისძიებაზე წარმოადგინა. დაინტერესებულ მხარეებს შესთავაზეს მხარდაჭერა I4MS წრეებთან კავშირის დამყარებაში, და კონსულტაციები კონკრეტული სერვისების გამოყენების თაობაზე.
კონსულტაციების სამიზნე აუდიტორიად შერჩეული იყო ორგანიზაციები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან: ბიზნეს-ასოციაციები და სპეციალიზებული ტექნოლოგიური ექპერტიზის მქონე კომპეტენციის ცენტრები, რომლებსაც აქვთ ადგილობრივი მცირე და საშუალო სამრეწველო ბიზნესის მხარდაჭერის პოტენციალი. კონსულტაციაზე პარტნიორი ქვეყნების 20-მდე ორგანიზაცია შეიკრიბა.
ვირტუალური ექსკურსია გახსნა პროგრამის EU4Digital გუნდის ხელმძღვანელის მოადგილემ რუტა სალვიტე-ტამოსიუნიენემ, ხოლო ფასილიტატორი იყო EU4Digital საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელი ანა პობოლი. პრაქტიკული ექსკურსია წარმართეს ინიციატივის I4MS წარმომადგენლებმა: ორგანიზაციის FundingBox პროექტების უფროსმა მენეჯერმა მარია როკამ დამსწრეებს გააცნო ინიციატივის I4MS მხარდაჭერა ევროპული სამრეწველო სექტორის ციფრული ტრანსფორმაციის გასააქტიურებლად, და ჩაატარა ექსკურსია ინიციატივის I4MS ონლაინ საზოგადოებაში. ეს საზოგადოება იძლევა 1500-ზე მეტ მეწარმესთან და ექსპერტთან დაკავშრების საშუალებას, რომლებიც ციფრული ტრანსფორმაიის და deeptech-ორგანიზაციების ან სტარტაპების სექტორში მუშაობენ.
ამ ღონისძიებით აღინიშნა სპეციალური საზოგადოების შექმნა – ეს არის „პროგრამის EU4Digital Smart Industry საზოგადოების სივრცე“ რომელიც ხელს შეუწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმომადგენლებს შექმნან გამოცდილების გაზიარების ქსელი მცირე და საშუალო ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაციის მიზნით. დღეიდან აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ორგანიზაციები და ექსპერტები შეძლებენ საკუთარი ღონისძიებების, პროექტების და ორგანიზაციების მხარდაჭერას ჩამოყალიბებული საზოგადოების ფარგლებში, და ამ საზოგადოების ნებისმიერ სხვა წევრთან დაკავშირებას. გარდა ამისა, ღონისძიებაზე დაუკავშირდნენ იმ პირველ ორგანიზაციებს, რომლებიც უკვე გახდნენ ინიციატივის I4MS წევრები; ეს ორგანიზაციებია: უკრაინის სამრეწველო ავტომატიზაციის ასოციაცია (APPAU) და უკრაინის Platform 4.0 Industry, საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კლასტერი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ბელარუსის რობოტექნიკის და ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია და სხვა. დაინტერესებულ ექსპერტებს და იმ ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომელთა მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერა, შეუძლიათ უფასოდ გაერთიანდნენ EU4Digital Smart Industry საზოგადოების სივრცეში.
შემდეგ მობილური სამყაროს დედაქალაქ ბარსელონას (Mobile World Capital Barcelona) ევროკავშირის პროექტების კოორდინატორმა მარტა პორტალესმა წარმოადგინა საბროკერო სისტემა და სივრცე, გამოაცხადა ღია კონკურსები პროექტებისთვის, და მონაწილეებს გაააცნო ტრენინგის შესაძლებლობების კატალოგი. მარტა პორტალესმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მცირე და საშუალო სამრეწველო საწარმოებს სომხეთიდან, მოლდოვადან, საქართველოდან და უკრაინიდან (პროგრამის Horizon 2020 ქვეყნები) საბროკერო სისტემა სთავაზობს ფინანსურ რესურსებს ახალი Industry 4.0 ტექნოლოგიების ტესტირებისთვის; ხოლო მცირე და საშუალო საწარმოებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ნებისმიერი ქვეყნიდან შეუძლიათ გაეცნონ და დაუკავშირდნენ იმ პროექტების წარმომადგენლებს, რომლებმაც შესაბამისი ინოვაციები და ტექნოლოგიები დანერგეს. გარდა ამისა, ყველა მცირე და საშუალო საწარმოსთვის ხელმისაწვდომია ტრენინგი საკუთარი პერსონალის კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია, რადგან აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის წარმომადგენლებმა პერსონალის ტრენინგის ხელმისაწვდომობა განსაზღვრეს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული გამოწვევა საკუთარ ქვეყნების მცირე და საშუალო საწარმოების ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში.
დასასრულს, ორგანიზაციის FundingBox პროექტის მენეჯერის თანაშემწემ ირინა ფრიგიოიუმ განმარტა, თუ როგორ უნდა გახდე I4MS ქსელის საკონტაქტო პირი, რომელიც დაინტერესებულ მხარეებს ქვეყნის მასშტაბით აწვდის ყველაზე აქტუალურ ინფორმაციას ტექნოლოგიის განვითარების და მცირე და საშუალო საწარმოების ციფრული ტრანსფორმაციის დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ. საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა უკრაინის სამრეწველო საწარმოთა ავტომატიზაციის ასოციაციის (APPAU) დირექტორმა ალექსანდერ იურჩაკმა, რომელიც I4MS ქსელის საკონტაქტო პირია უკრაინაში. მან ხაზი გაუსვა იმ ექსპერტების მნიშვნელობას, რომლებიც ხელმძღვანელობენ სპეციალისტების საქმიანობას და ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებს ბიზნესის და ტექნოლოგიების განვითარების მიზნით.
აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის წარმომადგენლებს შესთავაზეს I4MS პრაქტიკული ინსტრუმენტების და EU4Digital Smart Industry საზოგადოების სივრცით სარგებლობა საკუთარი საქმიანობის წარმოსაჩენად და ექსპერტთა რეგიონული ჯგუფის შესაქმნელად; ეს მხარს დაუჭერს მცირე და საშუალო საწარმოების ციფრულ ტრანსფორმაციას პარტნიორ ქვეყნებში.
ინფორმაცია ინიციატივის I4MS საქმიანობის, შესაძლებლობების და შესაბამისობის კრიტერიუმების შესახებ იხილეთ აქ.
***
საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების მხარდაჭერის ღონისძიებები საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების ქსელური ღონისძიებების მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოებების ჩამოყალიბებას საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების პოლიტიკის შერჩეულ სფეროებში აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. რეგიონში ქსელების შექმნის გარდა, ამ ღონისძიებების ამოცანაა ორმხრივი და მრავალმხრივი კავშირების დამყარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ორგანიზაციებს და დაინტერესებულ პირებს შორის ევროკავშირის მხრიდან, სტაბილური თანამშრომლობის და პროექტების მხარდასაჭერად მომავალში. ამ ძალისხმევის მიზანია დეტალური ინფორმაციის მიწოდება ამ რეგიონის დაინტერესებული მხარეებისთვის ევროკავშირის შესაბამისი საუკეთესო პრაქტიკის შესახებ. ამიტომ ღონისძიებების ამ სერიას ჰყავს ფართო სამიზნე აუდიტორია, მათ შორის სამინისტროს დონის წარმომადგენლები და უწყებები, შესაბამისი პოლიტიკური სფეროს ასოციაციები და ქსელები, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურული ორგანიზაციები, და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციის ეკოსისტემის სხვა წარმომადგენლები.
- აზერბაიჯანი
- ბელარუსი
- მოლდოვის რესპუბლიკა
- საქართველო
- სომხეთი
- უკრაინა
- ICT ინოვაციები
დამატებითი ახალი ინფორმაცია
15/09/2023
პროგრამის EU4Digital ანგარიში: უახლესი ინფორმაცია, ტენდენციები და თანამშრომლობის პერსპექტივები ევროკავშირის ელ-კომერციის სფეროში
პროგრამამ EU4Digital გამოაქვეყნა ევროკავშირის განახლებული საბაზისო ანგარიში ელ-კომერციის შესახებ აღმოსავლეთ პა…
გაიგეთ მეტი15/09/2023
საუბარი პროგრამასთან EU4Digital: ახალი Twitter-ის ახალი შესაძლებლობები
საზაფხულო არდადეგების დასასრულს, გუნდი, რომელიც კურირებს ახალ ამბებს, განცხადებებს, სტატიებს და სხვა პუბლიკაცი…
გაიგეთ მეტი11/09/2023
არ გამოგრჩეთ თარიღი! პროგრამის EU4Digital ღონისძიებები აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებზე
გსურთ გაიგოთ მეტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ციფრული განვითარების, მომავალი პრიორიტეტების და პოლიტიკის…
გაიგეთ მეტი

15/09/2023
პროგრამის EU4Digital ანგარიში: უახლესი ინფორმაცია, ტენდენციები და თანამშრომლობის პერსპექტივები ევროკავშირის ელ-კომერციის სფეროში
პროგრამამ EU4Digital გამოაქვეყნა ევროკავშირის განახლებული საბაზისო ანგარიში ელ-კომერციის შესახებ აღმოსავლეთ პა…
გაიგეთ მეტი
15/09/2023
საუბარი პროგრამასთან EU4Digital: ახალი Twitter-ის ახალი შესაძლებლობები
საზაფხულო არდადეგების დასასრულს, გუნდი, რომელიც კურირებს ახალ ამბებს, განცხადებებს, სტატიებს და სხვა პუბლიკაცი…
გაიგეთ მეტი
11/09/2023
არ გამოგრჩეთ თარიღი! პროგრამის EU4Digital ღონისძიებები აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებზე
გსურთ გაიგოთ მეტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ციფრული განვითარების, მომავალი პრიორიტეტების და პოლიტიკის…
გაიგეთ მეტი