

მთავარი / იყავით ინფორმირებული / უახლესი ინფორმაცია
პარტნიორული ურთიერთობა ციფრული ტრანსფორმაციისთვის: ციფრული მიღწევები და პრიორიტეტები აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისთვის
თარიღი: 29/09/21
ციფრულ ტრანსფორმაციაში „მთავარია პარტნიორული ურთიერთობის დამყარება“ რეგიონულ და ორმხრივ მიდგომას, საერთაშორისო და სამთავრობო პარტნიორებს, ასევე კერძო სექტორს შორის. ამ სიტყვებით გახსნა 28 სექტემბერს პროგრამის EU4Digital საკოორდინაციო კომიტეტის კონფერენციის მეორე დღე ევროკომისიის სამეზობლოს და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DG NEAR) ეკონომიკური განვითარების და ციფრული სექტორის C1 დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ჰოა-ბინ აჯემიანმა. ეს დღე გაიხსნა სესიით „აღმოსავლეთ პარტნიორობა – მიმდინარე პოლიტიკის დღის წესრიგი და 2020 წლის შემდგომი პრიორიტეტები“.
სესიაზე გააშუქეს ევროკავშირის პოლიტიკის ციფრული სექტორის პრიორიტეტები, მიღწევები და სამომავლო გეგმები ინიციატივის EU4Digital ოთხი პროექტისთვის, ასევე საქმის ვითარება ექვს პარტნიორ ქვეყანაში და მათი სამომავლო პრიორიტეტები.
ციფრულ სექტორზე საუბრისას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ჰოა-ბინ აჯემიანმა გააშუქა მიზნები, დასახული ევროკავშირის 2020 წლის შემდგომ პრიორიტეტებში აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის, მათ შორის – ხელმისაწვდომი მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი შინამეურნეობების მინიმუმ 80%-ისთვის, როუმინგის ფასების შემცირება მინიმუმ 80%-ით, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ერთი მილიონი მოქალაქის ციფრული უნარებით გაძლიერება, და ე-მმართველობის ჩარჩოს გაუმჯობესება. „ეს არის დიდი, მაგრამ მიღწევადი მბიციები“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ 2 მილიარდ ევროზე მეტია გამოყოფილი ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით, და გარდა ამისა, არსებობს კერძო ინვესტიციების გაზრდის და სუვერენული ინვესტიციების პოტენციალი.
ევროკომისიის საკომუნიკაციო ქსელების, კონტენტის და ტექნოლოგიის გენერალური დირექტორატის (DG CONNECT) პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ ლარს-ერიკ ფორსბერგმა დამსწრეებს გააცნო ევროკავშირის მოსაზრებები მომავალი ციფრული ათწლეულის შესახებ, რომელიც დასახულია ციფრულ კომპასში. ის ემყარება ციფრული მოქალაქეობის იდეას ოთხი ძირითადი პუნქტით – ეს არის უნარები, ინფრასტრუქტურა, ბიზნესი და მთავრობა. გარდა ამისა, მან ხაზი გაუსვა კოლექტიური მობილიზაციის მნიშვნელობას და თქვა, რომ წარმატება მოდის მხოლოდ ევროკავშირს, მის წევრ სახელმწიფოებსა და კერძო სექტორს შორის შეთანხმებული საქმიანობის შედეგად. „ამის მსგავსად, ჩვენ ვსახავთ ევროპის გუნდის სტრატეგიას ოთხ ძირითად პუნქტზე თანამშრომლობის მიზნით ჩვენს სამეზობლოში“, აღნიშნა მან.
პროგრამის EU4Digital მიღწევები და სამომავლო გეგმები
პროგრამის EU4Digital საქმიანობის ბოლო თვეების დაწყების კონტექსტში, მისმა ხელმძღვანელმა არტურას პილიპონისმა ისაუბრა პროგრამის მიღწევებზე ექვს თემატურ სფეროში:
- ტელეკომის წესები, მათ შორის როუმინგის რეგიონული და სპექტრის რეგიონული შეთანხმებების ხელმოწერა 2021 წლის დეკემბერში.
- ნდობა და უსაფრთხოება, მათ შორის ე-ხელმოწერების პილოტირება, რეგიონული სტრატეგიული გეგმა სახელმწიფოთაშორისი ორმხრივი აღიარების მიზნით და ე-მმართველობის ახალი მხარდაჭერა,
- ე-ვაჭრობა, მათ შორის წარმატებული საპილოტე პროექტები ე-მიწოდების, ე-საბაჟოს და ე-კომერციის სფეროში,
- საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური (ICT) ინოვაციები, მათ შორის ახალი 100-150 მლნ ევროს ღირებულების აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული ინოვაციის და სქეილაპ ინიციატივის კაპიტალური ფონდი, სტარტაპის ეკოსისტემების მხარდაჭერა, რეგიონული EdTech ჰაბის კონცეფციის და ქალთა მენტორობის პროგრამის შემუშავება,
- ე-ჯანმრთელობა, მათ შორის ოპერაციული თავსებადობის სახელმძღვანელო რეკომენდაციების შემუშავება და ე-ჯანმრთელობის საზოგადოების ჩამოყალიბება, და
- ციფრული უნარები, მათ შორის ციფრული უნარების და სამსახურების ეროვნული კოალიციების და ციფრული კომპეტენციების ჩარჩოს ჩამოყალიბება მცირე და საშუალო საწარმოებისთვის.
„თუმცა, ყველაფერი, რასაც მივაღწიეთ – მხოლოდ დასაწყისია“, აღნიშნა პილიპონისმა, და დაასახელა თითოეული სფეროს ძირითადი პრიორიტეტები პროექტის მიმდინარე ფაზის დასრულების – 2022 წლის იანვრის შემდგომი პერიოდისთვის. სიტუაციის შეფასების ჩარჩოს შექმნით, ევროკავშირის გადაწყვეტების და პრაქტიკის განსაზღვრით ხელმეორედ გამოყენებისთვის, მონაწილე მხარეთა მობილიზაციით და კავშირების დამყარებით საერთაშორისო პარტნიორებთან და დონორებთან, პროგრამა EU4Digital „ქმნიდა საფუძველს ციფრული გადაწყვეტების მომავალი ფართომასშტაბიანი გამოყენებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“, – თქვა მან.
პროგრამის EU4Digital ფართოზოლოვანი ქსელის სტრატეგიის პროექტი, განხორციელებული მსოფლიო ბანკის მიერ, 2020 წლის დეკემბერში დასრულდა, „მაგრამ ჩვენს მიერ ჩატარებული სამუშაო სხვა საქმიანობით გრძელდება“, – თქვა პროექტის ერთ-ერთმა ლიდერმა ხუან ნავას-საბატერმა. მან განმარტა, თუ როგორ დაეხმარა პროექტი ეროვნული ფართოზოლოვანი ქსელის სტრატეგიების შემუშავებას და ნაადრევად განხორციელებას ექვსივე პარტნიორ ქვეყანაში, რაც გულისხმობდა საქმიანობას ხუთ ძირითად სფეროში: სამიზნე ინდიკატორების განსაზღვრა და განსხვავებების ანალიზი, საკანონმდებლო და სარეგულაციო ჩარჩოების გაუმჯობესება, ფართოზოლოვანი ქსელების კარტირება, ცოდნის გაზიარება, ფართოზოლოვანი სტრატეგიების შემუშავება/განახლება, და მათი განხორციელება. გარდა ამისა, მან განიხილა როგორც საერთაშორისო, ისე საშინაო კავშირების შემდგომი განვითარების შესაძლებლობები, და აღნიშნა: „აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონს აქვს შესანიშნავი შესაძლებლობები საერთაშორისო კავშირებისთვის და იმის პოტენციალი, რომ გახდეს ევროკავშირის და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი ჰაბი“.
პროექტის Cybersecurity East ხელმძღვანელმა ბესნიკ ლიმაიმ ისაუბრა პროექტის მიღწევებზე კიბერუსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს სფეროში. მან განიხილა ეროვნული კიბერუსაფრთხოების მმართველობის და საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესება, და საოპერაციო პოტენციალის მხარდაჭერა კიბერ-ინციდენტებისა და კრიზისების მართვის მიზნით. ეს ხორციელდება სემინარების, პროფესიული ტრენინგების და საოპერაციო სავარჯიშოების საშუალებით, რომელშიც პარტნიორი ქვეყნების კიბერუსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყებები მონაწილეობენ.
EaPConnect პროექტის მენეჯერმა ირენა მათეუსმა ისაუბრა ახალი ციფრული მაგისტრალის შესახებ, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს მოლდოვის, უკრაინის და ევროპის სამეცნიერო და საგანმანათლებლო წრეებს, და ეს საკითხი ფართო პერსპექტივაში განიხილა: „დაკავშირება ნიშნავს მოქალაქეთა გაძლიერებას… ტექნოლოგიების და ადამიანთა ურთიერთობების კომბინაცია ხელს უწყობს ზრდის შესაძლებლობებს“. პროექტის EaP Connect დახმარებით, ექვსივე პარტნიორი ქვეყანა, 477 ორგანიზაცია და 800,000 მომხმარებელი დაუკავშირდა კვლევის და განათლების მონაცემთა პანევროპულ ქსელს (GÉANT), პოტენციალი გაიზარდა ათჯერ, ხოლო კავშირის ფასი 70%-მდე შემცირდა.
საქმის ვითარება პარტნიორ ქვეყნებში
დილის სესიის მეორე ნახევარში გაიმართა პრეზენტაციები ციფრული ტრანსფორმაციის მდგომარეობისა და მომავალი პრიორიტეტების თემაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის თითოეულ ქვეყანაში. განხილული იქნა ადგილობრივი ორგანიზაციების და თითოეულ ქვეყანაში ევროკავშირის წარმომადგენლობების მიერ განხორციელებული ღონისძიებები.
სომხეთმა ისაუბრა სახელმწიფო სერვისებში მიმდინარე ციფრული ტრანსფორმაციის პროცესზე, რომელიც პანდემიის მიუხედავად გაგრძელდა. განხილული იქნა ასევე მთავრობის მხარდაჭერა ხელშემწყობი გარემოს შესაქმნელად, რაც საგრანტო კონკურსების და კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათების შეთავაზებით განხორციელდა.
აზერბაიჯანმა განიხილა მისი ციფრული სტრატეგიის სამი მიმდინარე პრიორიტეტი: შემოქმედებითი და ინოვაციური საზოგადოება, მათ შორის უნარების განვითარება, კვლევა და განვითარება, სტარტაპის ეკოსისტემის გაუმჯობესება და ინოვაციური კლასტერები; ციფრული ტრანსფორმაციის კონცეფცია, რომლის სამიზნეა მთავრობა, სამოქალაქო საზოგადოება, ბიზნესი, და ე–მმართველობაზე გადასვლა; და გონიერი ქალაქების და გონიერი სოფლების კონცეფციის განხორციელება.
ბელარუსმა ხაზგასმით ისაუბრა საკუთარ წარმატებაზე კავშირების გაუმჯობესებაში, რაც ციფრული ტრანსფორმაციის დასაყრდენს წარმოადგენს. აღნიშნული განხორციელდება ოპტიკურ-ბოჭკოვანი ფართოზოლოვანი და მობილური კავშირების საშუალებით, რომლის სამიზნეა მოსახლეობის 99%-ის მოცვა 4/5G ქსელებით 2025 წლისათვის.
საქართველომ ასევე გაამახვილა ყურადღება კავშირებზე, და მიმოიხილა ეროვნული ფართოზოლოვანი სერვისის და 5G-ს განვითარების სტრატეგიული პრიორიტეტები, ასევე მონაწილეობა მსოფლიო ბანკის პროექტში Log-in Georgia, რომლის მიზანია ფართოზოლოვანი სერვისის და ციფრული ეკონომიკის განვითარება.
მოლდოვამ აღნიშნა, რომ ევროკავშირის ერთიან ციფრულ ბაზარზე ინტეგრაცია კვლავაც ქვეყნის ძირითადი პრიორიტეტია – „არა მარტო პრიორიტეტი, არამედ – განვითარების კატალიზატორი“ – და გააშუქა მცირე და საშუალო ბიზნესის და ინოვაციური სტარტაპების ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერა ქვეყანაში, ინოვაციების ხელშემწყობი გარემოს შექმნის გზით.
უკრაინამ მაგალითად მოიყვანა კვლევის შედეგები ევროპულ ერთიან ციფრულ ბაზარზე ინტეგრაციის ეკონომიკური სარგებლიანობის შესახებ; ამ კვლევამ უჩვენა, რომ ვაჭრობის მაჩვენებლების გაუმჯობესება მთლიანი შიდა პროდუქტის 12.1%-იან ზრდას გამოიწვევს. ინტეგრაციის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად დასახვით, მთავრობა ახორციელებს ე–მმართველობის მთელ რიგ ინოვაციებს მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის ე-სერვისების DIIA პლატფორმის საშუალებით. გარდა ამისა, მან დაამტკიცა კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ და ფართოზოლოვანი სერვისის სამოქმედო გეგმა.
პროგრამის EU4Digital ხელმძღვანელმა არტურას პილიპონისმა პარტნიორ ქვეყნებს ციფრული ტრანსფორმაციის სფეროში მიღწეული წარმატებები მიულოცა, და დასკვნით მიმართვაში გაიმეორა სიტყვები, რომლებიც ევროკომისიის სამეზობლოს და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DG NEAR) A3 განყოფილების („თემატური მხარდაჭერა: სახალხო, მწვანე, ციფრული და დაკავშირებული ეკონომიკა“) ხელმძღვანელმა მეტიუ ბუსკემ აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული კონფერენციის პირველ დღეს წარმოთქვა: „მჯერა, რომ ევროკავშირის ციფრულ ბაზარზე ინტეგრაცია ერთბაშად, ან ერთადერთი გეგმის მიხედვით არ მოხდება. ის განხორციელდება კონკრეტული მიღწევების საფუძველზე, რომლებიც პირველ რიგში რეალურ სოლიდარობას აყალიბებს“.
სესია დახურა ევროკომისიის სამეზობლოს და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის EU4Digital პროგრამის ახალმა მენეჯერმა ტიბო შარლემ. მან მადლობა გადაუხადა დამსწრეებს და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პროგრამის მრავალი აქტივობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და საპილოტე გადაწყვეტების დამტკიცება აუცილებელია ეროვნულ და რეგიონულ დონეზე, აღმოსავლეთ პარტნიორების მიერ მიღწეული წინსვლა სწრაფად ამცირებს ევროკავშირთან ციფრულ სფეროში არსებულ განსხვავებებს.
პროგრამის EU4Digital საკოორდინაციო კომიტეტის შეხვედრა მიმდინარე კვირის ბოლომდე გაგრძელდება და მის თემატურ სესიებზე დაწვრილებით იქნება განხილული ინიციატივის პოლიტიკის ექვსი მთავარი სფერო.
- აზერბაიჯანი
- ბელარუსი
- მოლდოვის რესპუბლიკა
- საქართველო
- სომხეთი
- უკრაინა
- ICT ინოვაციები
- ელექტრონული ვაჭრობა
- ელექტრონული უნარები
- ელექტრონული ჯანმრთელობა
- ტელეკომის წესები
დამატებითი ახალი ინფორმაცია
15/09/2023
პროგრამის EU4Digital ანგარიში: უახლესი ინფორმაცია, ტენდენციები და თანამშრომლობის პერსპექტივები ევროკავშირის ელ-კომერციის სფეროში
პროგრამამ EU4Digital გამოაქვეყნა ევროკავშირის განახლებული საბაზისო ანგარიში ელ-კომერციის შესახებ აღმოსავლეთ პა…
გაიგეთ მეტი15/09/2023
საუბარი პროგრამასთან EU4Digital: ახალი Twitter-ის ახალი შესაძლებლობები
საზაფხულო არდადეგების დასასრულს, გუნდი, რომელიც კურირებს ახალ ამბებს, განცხადებებს, სტატიებს და სხვა პუბლიკაცი…
გაიგეთ მეტი11/09/2023
არ გამოგრჩეთ თარიღი! პროგრამის EU4Digital ღონისძიებები აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებზე
გსურთ გაიგოთ მეტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ციფრული განვითარების, მომავალი პრიორიტეტების და პოლიტიკის…
გაიგეთ მეტი

15/09/2023
პროგრამის EU4Digital ანგარიში: უახლესი ინფორმაცია, ტენდენციები და თანამშრომლობის პერსპექტივები ევროკავშირის ელ-კომერციის სფეროში
პროგრამამ EU4Digital გამოაქვეყნა ევროკავშირის განახლებული საბაზისო ანგარიში ელ-კომერციის შესახებ აღმოსავლეთ პა…
გაიგეთ მეტი
15/09/2023
საუბარი პროგრამასთან EU4Digital: ახალი Twitter-ის ახალი შესაძლებლობები
საზაფხულო არდადეგების დასასრულს, გუნდი, რომელიც კურირებს ახალ ამბებს, განცხადებებს, სტატიებს და სხვა პუბლიკაცი…
გაიგეთ მეტი
11/09/2023
არ გამოგრჩეთ თარიღი! პროგრამის EU4Digital ღონისძიებები აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებზე
გსურთ გაიგოთ მეტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ციფრული განვითარების, მომავალი პრიორიტეტების და პოლიტიკის…
გაიგეთ მეტი