ვირტუალური შეხვედრა სტარტაპის ეკოსისტემების მშენებლებთან ესპანეთიდან და ლიეტუვიდან

  • თარიღი: 05/10/21 – 05/10/21
  • გააზიარეთ:

5 ოქტომბერს პროგრამა EU4Digital დაინტერესებულ მხარეებს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონიდან იწვევს ვირტუალურ შეხვედრაზე „ევროკავშირის ორგანიზაციები: სტარტაპის ეკოსისტემების მშენებლობა და განვითარება“. შეხვედრა დისტანციურად ჩატარდება ვირტუალური სესიის სახით, და მას ესპანეთის და ლიეტუვის ორგანიზაციების წარმომადგენლები წარმართავენ.

სესიის მიზანია სტარტაპის ეკოსისტემის შემადგენლობის და ფუნქციონირების უკეთ განმარტება, და იმ პრაქტიკული ნაბიჯების განხილვა, რომლებიც ეკოსისტემების ტექნოლოგიურ მზადყოფნას უზრუნველყოფს. სესია ხელს შეუწყობს სტარტაპის ეკოსისტემების განვითარების შესაძლებლობებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. 

ღონისძიების ძირითადი სამიზნე აუდიტორიაა სამინისტროს დონის წარმომადგენლები და უწყებები, რომლებიც მონაწილეობენ ინოვაციური ეკოსისტემების განვითარების კოორდინაციაში; ასევე ეკოსისტემის სხვა მოთამაშეები, კერძოდ, ინოვაციური, ფინანსური მხარდაჭერის და საკონსულტაციო ორგანიზაციები, რომლებიც აძლიერებენ ეკოსისტემებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

სასწავლო ვიზიტს გახსნის ევროპული ინოვაციების საბჭოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სტრატეგიული კონსულტანტი, და პროგრამის EU4Digital ICT ინოვაციის და ICT ეკოსისტემის მშენებლობის მიმართულების წამყვანი ექსპერტი ხესუს ლოზანო საპროგრამო მოხსენებით ინიციატივის მნიშვნელობის შესახებ სტარტაპის ეკოსისტემების განვითარებაში. მოხსენების შემდეგ გაიმართება ექსპერტული დისკუსია ეკოსისტემის მშენებლებთან ლიეტუვიდან და ესპანეთიდან. ლიეტუვის წარმომადგენელთა პირველი სესიის მოდერატორი იქნება პროგრამის EU4Digital თემატური კოორდინატორი არტურას პილიპონისი. ამ ნაწილში კომპლექსურად იქნება განხილული სტარტაპის ეკოსისტემის შექმნა და განვითარება, და წარმოდგენილი იქნება ფინანსურ-ტექნოლოგიური სტარტაპების ბაზრის სწრაფი განვითარების საფუძვლიანი ანალიზი, მისი მარეგულირებელი ჩარჩოს ჩათვლით. სესიაზე პრეზენტაციებს და ექსპერტულ დისკუსიებს გამართავენ შემდეგი ორგანიზაციების და სპიკერები:

  • რობერტა რუდოკიენე, ორგანიზაციის Startup Lithuania ხელმძღვანელი;
  • ლიეტუვის ბანკის ფინანსური სერვისების და ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის დირექტორი რუტა მერკევიჩიუტე;
  • ლიეტუვის რესპუბლიკის ეკონომიკის და ინოვაციების სამინისტროს წარმომადგენელი.

მეორე სესიის მოდერატორი ესპანეთის სტარტაპის ეკოსისტემების საკითხებზე იქნება პროგრამის EU4Digital ICT ინოვაციების მიმართულების უფროსი ექსპერტი ხესუს ლოზანო. ამ ნაწილში მოხდება გამოცდილების გაზიარება ეკოსისტემის სხვადასხვა სტრუქტურული სფეროების განვითარების საკითხზე, როგორიცაა განათლების, ფინანსების და რესურსების (საშუალებების) ხელმისაწვდომობა. ამ სესიაში მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი ორგანიზაციები და სპიკერები:

  • ევროპული ბიზნესის და ინოვაციების ცენტრების ეროვნული ასოციაციის (ANCES) პრეზიდენტი ალვარო სიმონ დე ბლასი;
  • სალამანკის უნივერსიტეტის ბიო-ინფორმატიკის, ინტელექტუალური კომპიუტერული სისტემების და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების (BISITE) კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელი ხუან მანუელ კორჩადო როდრიგესი;
  • ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების სააგენტოს ENISA ოპერაციების და სტრატეგიის მიმართულების წამყვანი სპეციალისტი ჯორდი გარსია.

თუ დაინტერესებული ხართ ღონისძიებაში მონაწილეობით ან გაქვთ შეკითხვები, გთხოვთ დაუკავშირდეთ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელს ანა პობოლს (anna.pobol@gmail.com). დეტალური დღის წესრიგი იხილეთ ქვემოთ.

დეტალური დღის წესრიგი იხილეთ ქვემოთ.


EU4Digital guide for building and boosting the growth of ICT entrepreneurial ecosystems in Eastern partner countries

Other ICT Innovation events:

მოვლენები

იხილეთ ყველა