

მთავარი / იყავით ინფორმირებული / უახლესი ინფორმაცია
საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური (ICT) ინოვაციების ქსელური აქტივობის ღონისძიება განსაზღვრავს პრაქტიკულ ნაბიჯებს ICT კლასტერების ინტერნაციონალიზაციისა და ცნობადობის მიმართულებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში
თარიღი: 22/12/20
14 დეკემბერს პროგრამის EU4Digital ქსელური აქტივობის ღონისძიებაზე განიხილეს ინოვაციური კლასტერების და კალასტერის ანალოგიური ბიზნეს ქსელების ორგანიზების და მართვის გზები საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროში; განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ცნობადობის და კლასტერებს შორის კავშირების გაუმჯობესებაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში.
ქსელური აქტივობის ვირტუალური ღონისძიების სამიზნე აუდიტორია იყო კლასტერის ეკოსისტემის ორგანიზაციები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, ევროპის კლასტერული თანამშრომლობის პლატფორმაზე (ECCP) მათი რეგისტრაციის ხელშეწყობისთვის და ცოდნის გასაღრმავებლად კლასტერების ორგანიზაციის და განვითარების საკითხზე.
შეხვედრის განმავლობაში ევროკავშირის წამყვანმა ორგანიზაციებმა და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიურმა კლასტერებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონიდან წარმოადგინეს საქმიანი წინადადებები, კლასტერის ზრდის და საერთაშორისო თანამშრომლობის პრაქტიკული გამოცდილება, და კლასტერის ეკოსისტემის განვითარების პერსპექტივები. მონაწილეებს შორის იყვნენ:
- ევროკომისია (შიდა ბაზრის, მრეწველობის, მეწარმეობის და მცირე და საშუალო საწარმოების სფეროს გენერალური დირექტორატი – DG GROW);
- ევროპის კლასტერული თანამშრომლობის პლატფორმა (ECCP);
- კლუჟის საინფორმაციო-ტექნოლოგიური კლასტერი (რუმინეთი);
- პრეკარპატების ეკო-ენერგეტიკული კლასტერი (უკრაინა);
- უკრაინის სამრეწველო ავტომატიზაციის ასოციაცია;
- ხარკოვის საინფორმაციო ტექნოლოგიური კლასტერი (უკრაინა).
ღონისძიებას დაესწრო 60-მდე მონაწილე საინფორმაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სექტორების 44 სხვადასხვა ორგანიზაციიდან – ბიზნესის და პროფესიული ასოციაციების, მაღალტექნოლოგიური საწარმოების და ტექნოპარკების, სამინისტროების, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები და ეკოსისტემის სხვა მონაწილეები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, ასევე ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციის ეროვნული კოორდინატორები, ევროკავშირის წარმომადგენლობები და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების ექსპერტთა ქსელის წევრები.
ღონისძიება მოიცავდა ინტერაქტიულ სესიებს, რომლებზეც ყურადღება გამახვილდა კლასტერების განვითარების და თანამშრომლობის რამდენიმე ასპექტზე:
- კლასტერის პოლიტიკა ინტერნაციონალიზაციის კონტექსტში;
- კლასტერების ცნობადობა და თანამშრომლობა ევროკავშირის კლასტერებთან – ევროპის კლასტერების თანამშრომლობის პლატფორმის (ECCP) სერვისის პაკეტი და რეგისტრაციის პროცესი;
- ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის კლასტერების ორგანიზაცია, განვითარება და ინტერნაციონალიზაცია;
ღონისძიება გახსნა და დამსწრეებს ქსელური აქტივობის ღონისძიების მიზნები გააცნო მოდერატორმა და პროგრამის EU4Digital საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელმა ანა პობოლმა; გახსნის შემდეგ ევროკომისიის პოლიტიკის საკითხების დეპარტამენტის წარმომადგენელმა (DG GROW) კრისტოფ გიშარმა გააკეთა პრეზენტაცია თემაზე „ევროკომისია: ევროკავშირის საფუძველი კლასტერული პოლიტიკისთვის ინტერნაციონალიზაციის კონტექსტში“.
ბ-ნმა გიშარმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ კლასტერები აღმოჩნდა შესანიშნავი ხელშემწყობი ფაქტორი პოლიტიკის ინსტრუმენტების ევროპული წარმოების საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე ადაპტაციისთვის, და ისინი გადამწყვეტ როლს ასრულებს ევროპული ეკოსისტემის ღირებულებათა ჯაჭვის სიცოცხლისუნარიანობის გაძლიერებაში. ევროკომისია ხელს უწყობს ქსელურ აქტივობას და ინტერნაციონალიზაციას ევროპის კლასტერების თანამშრომლობის პლატფორმის, ევროპის კლასტერების სრულყოფილების პროგრამის, ევროკავშირის „Cluster Go International“ ქმედების და დამაკავშირებელი ღონისძიებების საშუალებით. მომავალი ევროკლასტერების პროგრამის (2021-2027) მიზანია ღირებულებათა ჯაჭვის ურთიერთკავშირების დამყარება ევროკავშირის ერთიან ბაზარზე, პოტენციალის შექმნა სტრატეგიული ავტონომიურობის გასაუმჯობესებლად და ტრანსფორმაციის ხელშესაწყობად უფრო ეკოლოგიური და უფრო ციფრული ეკონომიკის მიმართულებით. ძირითადი მოხსენებით „ევროპის კლასტერული თანამშრომლობის პლატფორმა: საქმიანი წინადადების მიმოხილვა და რეგისტრაციის პროცესი“ გამოვიდნენ ევროპის კლასტერების თანამშრომლობის პლატფორმის (ECCP) წარმომადგენელი, პროექტის მენეჯერი იან მაარტენ დე ვეტი და პროფილის ვალიდაციის მენეჯერი ლუსია სილი. სპიკერებმა გააშუქეს ევროპის კლასტერების თანამშრომლობის პლატფორმის (ECCP) უპირატესობები და სერვისები მომხმარებელთა სხვადასხვა ტიპებისთვის – ქვეყნები, რომლებიც მონაწილეობენ ევროკავშირის პროგრამაში საწარმოების და მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობა (COSME) და არა-COSME ქვეყნები – და განმარტეს რეგისტრაციის პროცესი და ვალიდაციის კრიტერიუმები. მათ გააშუქეს, თუ როგორ შეიძლება ვალიდაციის კრიტერიუმების დაკმაყოფილება დაეხმაროს ეროვნულ ინოვაციებზე დამყარებულ ბიზნეს-ქსელებს საკუთარი მიღწევების გააზრებაში, გლობალური ცნობადობის გაუმჯობესებაში და კავშირების დამყარებაში
განსაკუთრებული აქცენტით თანამშრომლობაზე. ეს კრიტერიუმები შეიძლება ასევე გამოყენებული იყოს სამაგალითო ჩარჩოდ ინოვაციური პოლიტიკის შემუშავებისას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ეროვნული კლასტერების განვითარების და მონიტორინგის საშუალებების სტრუქტურის შექმნისას. დისკუსიის შემდეგ გაკეთდა დასკვნა, რომ ევროპის კლასტერების თანამშრომლობის პლატფორმის (ECCP) სერვისების უფრო აქტიური გამოყენება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლებს უფრო მნიშვნელოვან სარგებლობას მოუტანს, კერძოდ – გაუმჯობესებულ თანამშრომლობის ქსელს, რომელიც ხელს შეუწყობს კლასტერების უფრო სწრაფ განვითარებას და ინოვაციებს. აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის წარმომადგენლებს მიეცათ წინადადება მიმართონ ევროპის კლასტერების თანამშრომლობის პლატფორმას (ECCP) ორმხრივი ერთობლივი პროექტების განსახილველად, მაგ. პროექტები კლასტერების მენეჯერთა პოტენციალის შესაქმნელად.
ღონისძიების მეორე სესია მიეძღვნა ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის კლასტერის ჩამოყალიბების და განვითარების პრაქტიკული გამოცდილების გამოკვლევას. კლუჟის საინფორმაციო ტექნოლოგიური კლასტერის (რუმინეთი) აღმასრულებელმა დირექტორმა ანდრეი კელემენმა გააკეთა პრეზენტაცია თემაზე კლუჟის საინფორმაციო-ტექნოლოგიური კლასტერის ორგანიზების, განვითარების და საერთაშორისო ინტეგრაციის გამოცდილება. კლუჟის საინფორმაციო ტექნოლოგიურმა კლასტერმა მოახერხა გარდაქმნილიყო ქსელად 80-ზე მეტი წევრით ყოველგვარი სამთავრობო დახმარების გარეშე, მაგრამ ევროპის კლასტერების თანამშრომლობის პლატფორმაში აქტიური მონაწილეობით, ევროპის ციფრული მცირე და საშუალო საწარმოების ალიანსის და სხვა საერთაშორისო პარტნიორული ორგანიზაციების წევრობის საშუალებით. კლუჟის საინფორმაციო ტექნოლოგიური ქსელი მხარს უჭერს საინფორმაციო ტექნოლოგიური კომპანიების ქვეკონტრაქტორობიდან ეფექტიან კომპანიებად ტრანსფორმაციას, და აძლიერებს ინოვაციურ ეკოსისტემას გონივრული სპეციალიზაციის, სტრუქტურული ტრანსფორმაციის და ტექნოლოგიების გადაცემის/გაცვლის საშუალებით.
სამმა ინოვაციურმა კლასტერმა უკრაინიდან ისაუბრა საკუთარი გამოცდილების შესახებ თვითორგანიზაციის და განვითარების საკითხებში.
პირველ რიგში, ხარკოვის საინფორმაციო ტექნოლოგიური კლასტერის დირექტორმა ოლგა შაპოვალმა მონაწილეებს გაუზიარა, თუ როგორ განვითარდა კლასტერის მენეჯმენტის და საოპერაციო სტრქუტურა წარმოქმნილი გამოწვევების გადასაჭრელად. ეს კლასტერი დააარსეს საინფორმაციო-ტექნოლოგიური კომპანიების მფლობელებმა, რომლებიც ბიზნესის დაშლის პრობლემების დასაძლევად გაერთიანდნენ. შემდეგ კონკრეტული საგანმანათლებლო პრობლემების დასაძლევად დამატებითი მონაწილე მხარეები მოიწვიეს. ამჟამად ბიზნესებს შორის (B2B) და სათემო ღონისძიებები გადამწყვეტ როლს ასრულებს კლასტერებს შორის ურთიერთგამაძლიერებელი კავშირების განვითარებაში.
უკრაინის სამრეწველო ავტომატიზაციის ასოციაციის (AIAU) გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე იურჩაკმა მონაწილეებს გააცნო მაღალტექნოლოგიური სამრეწველო კლასტერის განვითარების გამოცდილება, წინსვლა და გამოწვევები უკრაინაში. უკრაინის სამრეწველო ავტომატიზაციის ასოციაცია ხელმძღვანელობდა პროექტებს გონივრული სპეციალიზაციის და კლასტერიზაციის სტრატეგიების შერწყმით, რათა მოეხდინა განსხვავებული ინსტრუმენტების კომბინირება ეფექტური ინოვაციისთვის მე-4 სამრეწველო რევოლუციაში (Industry 4.0). ამ მიზნით დაარსდა პლაატფორმა Industry4Ukraine, რომელშიც გაერთიანდნენ სამრეწველო ასოციაციები, კლასტერები და სხვა დაინტერესებული მხარეები. ალექსანდრე იურჩაკმა აღნიშნა, რომ მაღალტექნოლოგიური კლასტერის განვითარების გამოწვევების დასაძლევად საჭირო იყო სპეციალური პოლიტიკური მხარდაჭერა, კერძოდ, კლსტერის მხარდამჭერი ორგანიზაციების ინსტიტუციონალიზაცია სახელმწიფო დონეზე, ტრენინგის და განვითარების პროგრამები რეგიონული პოლიტიკაში უკეთ ინტეგრირებისთვის, ეკოსისტემის განვითარება (მაგ., აქსელერატორები, ექსპერიმენტული სისტემები, Centre 4.0) და გაუმჯობესებული სინერგია საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორთან.
ბოლოს პრეზენტაცია გააკეთა უკრაინის კლასტერების კომიტეტის თავმჯდომარემ და პრეკარპატების ეკო-ენერგეტიკული კლასტერის გენერალურმა დირექტორმა ლიუდმილა შიიკომ. სპიკერმა მონაწილეებს გააცნო კლასტერების განვითარების ეროვნული პროგრამა უკრაინაში, რომელიც შემუშავდა ცენტრალიზებული ორგანოს საჭიროების გამო, რომელიც კლასტერების განვითარებას უხელმძღვანელებდა. ქვეყანაში კლასტერების მდგრადი განვითარების მიზნით, კლასტერის კომიტეტმა შეიმუშავა სპეციალური საპროგრამო სახელმძღვანელო რეკომენდაციები, რომლებიც ითვალისწინებს საქმიანობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ინსტიტუციონალიზაცია, ეროვნული ხარისხის სისტემის, შექმნა უკრაინული კლასტერების ქსელური აქტივობა და ინტერნაციონალიზაცია. ღონისძიების შეჯამებისას პროგრამის EU4Digital საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელმა ანა პობოლმა აღნიშნა, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგის წარმომადგენლებს შორის აღმავალი და მისიაზე ორიენტირებული თანამშრომლობა კლასტერების ორგანიზების და განვითარების ყველაზე ეფექტიან გზას წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, სახელმწოფოს როლი მნიშვნელოვანია ისეთ საკითხებში, როგორიცაა კლასტერების, როგორც ეკონომიკური განვითარების მამოძრავებელი ძალის მხარდაჭერა, ინოვაციური პროექტების ხელშეწყობა, ასევე მცირე და საშუალო საწარმოების ინტერნაციონალიზაცია და მათი ინტეგრაცია გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვში. ბოლოს, ხაზი უნდა გაესვას გამოცდილების გაზიარების უდიდეს მნიშვნელობას ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პოლიტიკოსებს შორის, ვინაიდან ეს არის
საუკეთესო გზა კლასტერების მხარდაჭერის პოლიტიკის გასაუმჯობესებლად აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში.
***
საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების ქსელური აქტივობის ღონისძიებები საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების ქსელური აქტივობის ღონისძიებების მიზანია ხელი შეუწყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის თემების/საზოგადოებების ჩამოყალიბებას საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების შერჩეულ პოლიტიკის სფეროებში. რეგიონში ქსელების შექმნის გარდა, ისინი ესწრაფვიან ბილატერალური და მულტილატერალური კავშირების დამყარებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ორგანიზაციებს და დაინტერესებულ პირებს შორის ევროკავშირიდან, მდგრადი ერთობლივი საქმიანობის და პროექტების მხარდასაჭერად მომავალში. ამ ძალისხმევის მიზანია რეგიონის წარმომადგენელების მიერ ევროკავშირის სათანადო საუკეთესო პრაქტიკის შესახებ ცოდნის გაღრმავება და მისი უკეთ გააზრება. ამიტომ ღონისძიებების ამ სერიას ჰყავს ფართო სამიზნე აუდიტორია, მათ შორის წარმომადგენლები და უწყებები სამინისტროების დონეზე, შესაბამისი პოლიტიკური სფეროს ასოციაციები და ქსელები, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის ორგანიზაციები და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების ეკოსისტემის სხვა წარმომადგენლები.
- აზერბაიჯანი
- ბელარუსი
- მოლდოვის რესპუბლიკა
- საქართველო
- სომხეთი
- უკრაინა
- ICT ინოვაციები
დამატებითი ახალი ინფორმაცია
29/11/2023
ადამიანური ფაქტორი ციფრულ ტრანსფორმაციაში: აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული კონფერენცია-2023
ადამიანზე ორიენტირებული საჭიროებები და უპირატესობები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რადგან ჩვენი მიზანია მდ…
გაიგეთ მეტი21/11/2023
ციფრული სფერო დღესდღეობით უმნიშვნელოვანესია: პროგრამის EU4Digital საკოორდინაციო კომიტეტის 2023 წლის შეხვედრა
ციფრული სფერო ყოველდღიურობის უმნიშვნელოვანეს ნაწილად იქცა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში (EaP). ამიტომ დღეის…
გაიგეთ მეტი17/11/2023
პროგრამის EU4Digital მონაწილე მხარეები განიხილავენ შედეგების მიღების დაჩქარებას ეროვნულ დონეზე
პროგრამის EU4Digital საქმიანობას აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ქვეყნების – სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვის…
გაიგეთ მეტი

29/11/2023
ადამიანური ფაქტორი ციფრულ ტრანსფორმაციაში: აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული კონფერენცია-2023
ადამიანზე ორიენტირებული საჭიროებები და უპირატესობები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რადგან ჩვენი მიზანია მდ…
გაიგეთ მეტი
21/11/2023
ციფრული სფერო დღესდღეობით უმნიშვნელოვანესია: პროგრამის EU4Digital საკოორდინაციო კომიტეტის 2023 წლის შეხვედრა
ციფრული სფერო ყოველდღიურობის უმნიშვნელოვანეს ნაწილად იქცა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში (EaP). ამიტომ დღეის…
გაიგეთ მეტი
17/11/2023
პროგრამის EU4Digital მონაწილე მხარეები განიხილავენ შედეგების მიღების დაჩქარებას ეროვნულ დონეზე
პროგრამის EU4Digital საქმიანობას აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ქვეყნების – სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვის…
გაიგეთ მეტი