პროგრამის EU4Digital საორგანიზაციო კომიტეტი: აქცენტი ძირითად პრიორიტეტებზე აღმოსავლეთ პარტნიორების ციფრულ მხარდაჭერაში

  • თარიღი: 20/09/19
  • გააზიარეთ:

2019 წლის 17 სექტემბერს ბრიუსელში პროგრამამ EU4Digital ჩაატარა მისი საორგანიზაციო კომიტეტის პირველი შეხვედრა, რომელზეც განიხილეს პროექტის განხორციელების პირველი ექვსი თვის მიღწევები და ინიციატივის EU4Digital სამომავლო პრიორიტეტები.

შეხვედრის მიზანი იყო ძირითადი მონაწილე მხარეებისთვის პროგრამის EU4Digital განხორციელების პირველი ექვსი თვის (2019 წლის იანვარი-ივნისი) მიღწევების, ასევე მომავალი პრიორიტეტების გაცნობა. გარდა ამისა, შეხვედრაზე განიხილეს საქმის  ვითარება ინიციატივის EU4Digital ფარგლებში მიმდინარე ისეთ პროექტებში, როგორიცაა ფართოზოლოვანი სტრატეგიები, EaPConnect და კიბერუსაფრთხოების მუქარისადმი მდგრადობის მომავალი პროექტი.

თემატურ სესიებზე გაშუქდა პროგრამის EU4Digital ექვსი მიმართულების შემდეგი სამომავლო პრიორიტეტები:

ტელეკომუნიკაციის წესები

  • საერთო როუმინგული სივრცის შემოღება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში;
  • ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობის გაძლიერება;
  • კოორდინირებული მიდგომა 700 მჰც-ის გამონთავისუფლებისადმი.

სანდოობა და უსაფრთხოება

  • ელექტრონული იდენტიფიკაციის (eID) აღიარება;
  • ე-ხელმოწერის პილოტირება;
  • კიბერუსაფრთხოების სახელმძღვანელო რეკომენდაციების სტანდარტული კომპლექტის შემუშავება.

ელექტრონული ვაჭრობა

  • ჩამოსვლისწინა ინფორმაციის გაცვლის მექანიზმების პილოტირება;
  • მოსამზადებელი სამუშაო ციფრული სატრანსპორტო დერეფნის პილოტირებისთვის ბალტიის ზღვასა და შავ ზღვას შორის;
  • სახელმწიფოთაშორისი ე-ვაჭრობის გადაწყვეტილებების პილოტირება.

საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციები და სტარტაპის ეკოსისტემები

  • საერთო საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება;
  • ინოვაციური ეკოსისტემის მონაწილე მხარეების კავშირების ხელშეწყობა;
  • საპოპულარიზაციო კამპანიების განხორციელება.

ელექტრონული ჯანმრთელობა

  • ჰარმონიზაციისა და ოპერაციული თავსებადობის ზოგადი სახელმძღვანელო რეკომენდაციების და სტანდარტების შემუშავება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისთვის;
  • ელექტრონული ჯანმრთელობის სახელმწიფოთაშორისი პლატფორმის დანერგვა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში;
  • აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ჩართვა ევროკავშირის შესაბამის პროექტებში, პროგრამებსა და ინიციატივებში.

ციფრული უნარები

  • ზოგადი მეთოდოლოგიის განსაზღვრა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში;
  • ეროვნული კოალიციების ჩამოყალიბება ციფრული უნარებისა და სამუშაო ადგილებისთვის.

შეხვედრაზე ასევე წარდგენილი იქნა პროგრამის EU4Digital ახალი ვებსაიტი (www.eufordigital.eu), რომელზეც თავსდება ახალი ამბები და ინფორმაცია ინიციატივის შესახებ, ხელმისაწვდომი როგორც თემატიკის, ისე ქვეყნების მიხედვით.

საორგანიზაციო კომიტეტის მომდევნო შეხვედრა ერთ წელიწადში ჩატარდება.

ინიციატივის EU4Digital მიზანია ევროკავშირის ერთიანი ციფრული ბაზრის უპირატესობების გავრცელება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, რაც გულისხმობს ევროკავშირის მხარდაჭერის მიმართვას ციფრული ეკონომიკის პოტენციალის და საზოგადოების განვითარებაზე ეკონომიკური ზრდის, მეტი სამუშაო ადგილის შექმნის, მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესების და ბიზნესის დახმარების მიზნით.

პროგრამის EU4Digital საშუალებით ევროკავშირი მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შემდეგ სფეროებში: როუმინგის ტარიფების შემცირება, მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი გადაცემის დანერგვა ეკონომიკის აყვავებისა და ე-მომსახურების განვითარების მიზნით; ციფრული ჩარჩოების ჰარმონიზაცია მთელ საზოგადოებაში, დაწყებული ლოგისტიკიდან დამთავრებული ჯანმრთელობით; კიბერუსაფრთხოების დანერგვა, ციფრული უნარების ათვისება და მეტი სამუშაო ადგილის შექმნა ციფრულ ინდუსტრიაში.


ახალი ამბები

იხილეთ ყველა