ინტელექტუალური საკუთრების უფლებების მართვა ციფრული ინოვაციისთვის: ძირითადი გამოწვევები ინოვაციური მცირე და საშუალო საწარმოებისთვის

  • თარიღი: 25/05/20
  • გააზიარეთ:

მე-19 საუკუნის დასასრულიდან მსოფლიომ გააცნობიერა, რომ ადამიანს აქვს უფლება მიიღოს სარგებელი საკუთარი გამოგონებიდან ან შექმნილიდან; ეს პრინციპი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაციის 27-ე მუხლით ინტელექტუალური საკუთრების უფლება (IPR) ადამიანის ფუნდამენტურ უფლებად განიხილება.

ნოვატორების ინტერესსა და ფართო საზოგადოებრივ ინტერესებს შორის ოქროს შუალედის საპოვნელად, ინტელექტუალური საკუთრების უფლების სისტემის მიზანია ხელი შეუწყოს გარემოს, რომელშიც კრეატიულობას და ინოვაციას აყვავება შეუძლია. ახლად შექმნილის კანონით დაცვა ასტიმულირებს  არა მარტო დამატებითი რესურსების გამოყოფას მომავალი ინოვაციებისთვის – ინტელექტუალური უფლებების დაცვა და ხელშეწყობა სტიმულს აძლევს ასევე ეკონომიკურ განვითარებას, ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და წარმოებას, აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს და ცხოვრებისგან სიამოვნების მიღების უნარს.

ამჟამად აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანა არის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) წევრი. ამდენად, საკანონმდებლო ჩარჩო პატენტების მიღების და საპატენტო უფლებების უზრუნველყოფის პროცედურების, ასევე საავტორო და მათთან დაკავშირებული უფლებების ამოქმედებისთვის ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობას შორის უკვე ჰარმონიზებულია.

მიუხედავად ამისა, 2019 წელს სომხეთში იურისტთა საერთაშორისო გუნდმა ჩაატარა საკანონმდებლო ტექსტების კომპლექსური კვლევა ინტელექტუალური საკუთრების საკითხზე, რეკომენდაციებით საკანონმდებლო ტექსტებში შესატანი შესწორებების შესახებ. დისკუსიებმა ამ რეკომენდაციების განხორციელების თაობაზე გამოავლინა ინსტიტუციური და პოტენციალთან დაკავშირებული მთელი რიგი გამოწვევები სომხეთში; სიტუაცია, რომელიც ზრდის ინიციატივის EU4Digital საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების ღონისძიებების მნიშვნელობას ამ კონკრეტული პოლიტიკის სფეროში სომხეთში.

ამიტომ სომხეთმა პოლიტიკის სფერო „ინტელექტუალური საკუთრების უფლებების მართვა ციფრული ინოვაციებისთვის” შეარჩია ინიციატივის EU4Digital ეროვნული პოლიტიკური რეკომენდაციების და განხორციელების სამოქმედო გეგმის თემად; ეს გეგმა განხორციელდა, როგორც პროგრამის EU4Digital აქტივობის ნაწილი ზოგადი საკანონმდებლო ჩარჩოს მხარდასაჭერად, რომელიც ხელს უწყობს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიურ ინოვაციებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

ამ ჩარჩოში პროგრამის EU4Digital საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების გუნდმა სომხეთში ჩაატარა ხარვეზების ანალიზი ციფრული ინოვაციების ინტელექტუალური საკუთრების მართვის პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის საფუძველზე; ანალიზის შედეგად სპეციალურად შემუშავდება პოლიტიკის რეკომენდაციები და მათი განხორციელების სამოქმედო გეგმა.

ამ სტატიაში განხილულია ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკა, განსაზღვრული სომხეთის მიერ შერჩეულ პოლიტიკის სფეროში – „ინტელექტუალური საკუთრების უფლებების მართვა ციფრული ინოვაციებისთვის”.

ინტელექტუალური საკუთრების უფლებების მართვა ციფრული ინოვაციებისთვის

ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ინტელექტუალური საკუთრებისადმი თანამედროვე მიდგომის მიხედვით ინტელექტუალური საკუთრება ბიზნესის აქტივს წარმოადგენს. საბაზრო წარმატება იქმნება უნიკალური ღირებულების მქონე წინადადებების წარდგენით, რომლებშიც გამოგონების დონე შესაძლოა არც კი იყოს პატენტუნარიანი არსებული კანონის მიხედვით.

ჩვეულებრივი ფუნქციების გარდა (საკუთრებისთვის ექსკლუზიური უფლების გადაცემა და ინოვაციის სტიმულირება), ინტელექტუალური საკუთრება შეიძლება იყოს ბიზნესის განვითარების მრავალი კარგი საშუალების წყარო – კომპანიის პოზიციის გაძლიერებით კონკურენტებს შორის და სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებით სხვადასხვა ქვეყნებში და მრეწველობის სხვადასხვა დარგებს შორის.

ინტელექტუალური უფლებების ეფექტიანი ეკოსისტემის ჩამოყალიბება, რომლიც შეესაბამება ციფრული ეკონომიკის გლობალიზაციის გამოწვევებს, მოითხოვს როგორც სარეგულაციო გარემოს, ისე ბიზნესის კომპეტენციების გაუმჯობესებას. გარდა ამისა, იზრდება ინტელექტუალური საკუთრების უფლების ეკოსისტემის სასწავლო საჭიროებები და აუცილებელია საოპერაციო მოდელების გადახედვა, რადგან ეკონომიკა და ტექნოლოგიები მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის.

ამის შედეგია ევროკავშირის პოლიტიკის მთავარი შემადგენელი ნაწილების მიმოხილვა, რომლებიც ხელს უწყობს ინტელექტუალური საკუთრების უფლების მართვას ციფრული ინოვაციისთვის.

კვლევის და განვითარების ხელშეკრულებების და ტექნოლოგიის გადაცემის ხელშეკრულებების განთავისუფლება ანტიმონოპოლიური რეგულაციიდან

ევროკომისიის 2010 წლის 14 დეკემბრის რეგულაცია (ევროკავშირი)
#
1217/2010 განსაზღვრავს კვლევის და განვითარების ხელშეკრულებების გაფორმების პრინციპებს. რეგულაციაში განსაზღვრულია, რომ „კვლევის და განვითარების ხელშეკრულების ყველა მხარეს აქვს სრული წვდომა ერთობლივი კვლევის და განვითარების, ან ანაზღაურებული კვლევის და განვითარების საბოლოო შედეგებზე, მათ შორის შედეგად მიღებულ ნებისმიერ ინტელექტუალური საკუთრების უფლებებსა და ნოუ-ჰაუზე, შემდგომი კვლევის და განვითარების და გამოყენების მიზნით, როგორც კი ისინი ხელმისაწვდომი გახდება”. ამ რეგულაციის მიზანია კვლევის და განვითარების მხარდაჭერა და იმავდროულად კონკურენციის ეფექტური დაცვა.

ევროკომისიის 2014 წლის 21 მარტის რეგულაცია (ევროკავშირი) # 316/2014 განსაზღვრავს ტექნოლოგიის გადაცემის ხელშეკრულებების გაფორმების პრინციპებს. ამ რეგულაციის მიზანია კონკურენციის ეფექტური დაცვა და საწარმოებისთვის ადეკვატური იურიდიული უსაფრთხოების უზრუნველყოფა. რეგულაცია ეხება ხელშეკრულებებს, სადაც ლიცენზიის გამცემი ორგანიზაცია ნებას რთავს ლიცენზიის მიმღებს და/ან მის ერთ ან მეტ ქვეკონტრაქტორს გამოიყენონ ლიცენზირებული ტექნოლოგიის უფლებები (შესაძლოა ლიცენზიის მიმღების და/ან მისი ქვეკონტრაქტორების მიერ შემდგომი კვლევის და განვითარების შემდეგ) საქონლის ან სერვისების პროდუქციის მიზნით.

ინტელექტუალური საკუთრების უფლებების განაწილება კვლევის, განვითარების და ინოვაციის დროს სახელმწიფოს დახმარებით

კვლევის, განვითარების და ინოვაციის (R&D&I) სახელმწიფო დახმარების წესები, რომლებიც ძალაშია 2014 წლის 1 ივლისიდან (COM 2014/C 198/01), განსაზღვრავს პირობებს, რომელთა ფარგლებში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ სახელმწიფო დახმარების გაცემა კომპანიებზე R&D&I საქმიანობის განსახორციელებლად. ევროკომისიას აქვს სახელმწიფო დახმარების მონიტორინგის და დამტკიცების პროცედურები, რომლებიც ზღუდავს R&D&I-ის დახმარებისგან წარმოქმნილ კონკურენციის დარღვევებს, და უზრუნველყოფს კვლევის, განვითარების და ინოვაციისთვის გაცემული სახელმწიფო დახმარების სამართლიანობას.

მოხდა ინტელექტუალური საკუთრების უფლების სახელმძღვანელოს შემუშავება პროგრამის „ჰორიზონტი 2020” პროექტებისთვის, „ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კვლევის და ინოვაციის ინიციატივების უკეთ დაცვის და მათგან კომერციული და ეკონომიკური სარგებლის მიღების” მიზნით. ინტელექტუალური საკუთრების ეს წესები წარმოადგენს წესების ერთი კომპლექტის ნაწილს, რომელიც დეტალურად არის განსაზღვრული „პროგრამაში ‘ჰორიზონტი 2020’ მონაწილეობის ოფიციალურ წესებში“, ხოლო ინტელექტუალური საკუთრების მართვის სპეციფიკაციები შეიძლება განსაზღვრული იყოს საგრანტო ხელშეკრულების პირობებში ან თანმდევ დოკუმენტებში კონკურსზე კონკრეტული მიწვევის ნაწილის სახით.

ინტელექტუალური საკუთრების მართვა უნივერსიტეტების და სახელმწიფო კვლევითი ორგანიზაციების მიერ

დოკუმენტის რეკომენდაცია 2008/416/EC ინტელექტუალური საკუთრების მართვის შესახებ ცოდნის გადაცემის ღონისძიებებში და პრაქტიკის წესების კოდექსი უნივერსიტეტების და სხვა სახელმწიფო კვლევითი ორგანიზაციებისთვის მიზანია ინტელექტუალური საკუთრების მართვის და ცოდნის გადაცემის გაუმჯობესება უნივერსიტეტების და სახელმწიფო კვლევითი ორგანიზაციების (PRO) მიერ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში. ის ხელს უწყობს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს პოლიტიკის ან სახელმძღვანელო რეკომენდაციების შემოღებაში, რათა უზრუნველყოს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სამეცნიერო კვლევის შედეგების კომერციულად ან შემდგომი კვლევისთვის გამოყენება, ცოდნის გადაცემის ხელშეწყობა ლიცენზიის მიმღებთა მიერ, ამის მიხედვით კომპანიების შექმნა და ამგვარად ინოვაციების დანერგვა.

უნივერსიტეტების და სხვა სახელმწიფო კვლევითი ორგანიზაციების პრაქტიკის წესების კოდექსი განსაზღვრავს საქმიანობის პრინციპებს სახელმწიფო კვლევითი ორგანიზაციების და უნივერსიტეტებისთვის, რომლებიც გამოყენებული უნდა იყოს საკუთარი პოლიტიკის განსაზღვრის ან გადახედვის დროს. უნივერსიტეტებმა უნდა წაახალისონ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული კვლევის შედეგების გამოყენება და გავრცელება, იმავდროულად ინტელექტუალური საკუთრების დაცვით.

ევროკავშირის დონე და ინტელექტუალური საკუთრების უფლების მხარდაჭერის ეროვნული ეკოსისტემა

ევროკავშირის დონეზე ინტელექტუალური საკუთრების უფლების მხარდაჭერა ძირითადად მოიცავს  მცირე და საშუალო საწარმოებს, რომელთაც აქვთ შეზღუდული რესურსები და დრო საკუთარი ინტელექტუალური საკუთრების შედეგების დასაცავად და არასაკმარისი ცოდნა საკუთარი ბიზნესის სტრატეგიის ჩამოსაყალიბებლად ინტელექტუალური საკუთრების შედეგების საფუძველზე.

ევროპის ინტელექტუალური საკუთრების მხარდაჭერის სამსახური სპეციალურ რჩევებს აძლევს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ კვლევით პროექტებში მონაწილე მეცნიერებს და ევროპის მცირე და საშუალო საწარმოებს, რომლებიც ჩართულები არიან ტექნოლოგიების გადაცემის საერთაშორისო პროცესებში, მათ შორის აქტიურ მხარდაჭერის სამსახურში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების საეჭვო დარღვევების შემთხვევაში.

ინტელექტუალური საკუთრების მხარდაჭერის არსებული პოლიტიკის და მხარდაჭერის საშუალებების ეფექტურობის შეფასება ტარდება ექსპერტთა სპეციალური ჯგუფების მიერ. ანგარიშები (2007a, 2007b, 2013) მიუთითებს ეფექტიანი ინტელექტუალური საკუთრების უფლების მთავარ პრინციპებზე:

  • ინტელექტუალური აქტივების მართვის უნარებით უზრუნველყოფა, და არა ინტელექტუალური საკუთრების უფლებების რეგისტრაციის მაჩვენებლის გაზრდა;
  • კავშირების უზრუნველყოფა ინტელექტუალური საკუთრების სპეციალისტების მხარდაჭერას და ზოგადად ბიზნესის მხარდაჭერას შორის (მაგ. ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ოფისები და ინოვაციის უფრო ზოგადი მხარდაჭერა);
  • მხარდაჭერის კოორდინაციის უზრუნველყოფა ეროვნულ და ევროკავშირის დონეზე;
  • კლიენტის მომსახურების მიდგომის ჩამოყალიბება მცირე და საშუალო საწარმოების მიმართ.

ინტელექტუალური საკუთრების უფლების საკითხებზე მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერაში ევროკავშირის პრაქტიკის შეფასების მნიშვნელოვან შედეგად აღნიშნულია შემდეგი: „ინტელექტუალური საკუთრების უფლების მხარდაჭერის საუკეთესო გზა იყო მისი განხორციელება ბიზნესის ზოგადი მხარდაჭერის ფარგლებში“ [პროექტის IPorta ანგარიში]. მცირე და საშუალო საწარმოების მხარდასაჭერად ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ოფისების პოტენციალის განხილვისას აღინიშნა, რომ „ინტელექტუალური საკუთრების ზოგიერთი ეროვნული ოფისისთვის, როგორც ჩანს, მოსახერხებელი იყო ადმინისტრაციული უწყების ფუნქციის შენარჩუნება. დანარჩენი ოფისები მცირე და საშუალო საწარმოებისთვის მხარდაჭერის შეთავაზებისას საკანონმდებლო შეზღუდვებს წააწყდნენ”.

ინტელექტუალური საკუთრების უფლების მხარდაჭერის ეკოსისტემა გარეშე კონსულტანტებისთვის (ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ოფისის გარეშე)

ანგარიში „მცირე და საშუალო საწარმოების ეროვნული და რეგიონული მხარდაჭერის სერვისების შედარებითი ანალიზი ინტელექტუალური და საწარმოო საკუთრების სფეროში”, მომზადებული სახელმწიფო კვლევითი ორგანიზაციის INNO Europe მიერ, მოიცავდა 33 ქვეყნის 279 ორგანიზაციის მხარდაჭერის სერვისების სიას.

საბაზო მხარდაჭერას მცირე და საშუალო საწარმოების ტრანსნაციონალური პროექტებისთვის შემდეგი საშუალებით:

  • ექსპერტიზა, კონტაქტები და ღონისძიებები მცირე და საშუალო საწარმოების დასაკავშირებლად სათანადო საერთაშორისო პარტნიორებთან.
  • ექსპერტული რჩევები ზრდისა და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლისთვის.
  • გადაწყვეტილებებზე დამყარებული სერვისები მცირე და საშუალო საწარმოების დასახმარებლად ინოვაციური იდეების საერთაშორისო კომერციულ წარმატებად ქცევის მიზნით.

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების უფლების საკითხების მხარდასაჭერად, ევროკავშირში არსებობს სპეციალური ორგანიზაციული სტრუქტურა – ინტელექტუალური საკუთრების ბუსტერი (IP Booster).  ეს ორგანიზაცია არის ახალი სპეციალიზებული „ინტელექტუალური საკუთრების პროფესიული სერვისი სახელმწიფო კვლევითი ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ცდილობენ უკუგების მიღებას საკუთარი კვლევის შედეგებიდან“.
IP Booster-ის ექსპერტები იკვლევენ ნებისმიერ ორგანიზაციას, რომელმაც ისარგებლა ევროკავშირის დაფინანსებით, და ხელმძღვანელობენ მას ინტელექტუალური საკუთრების საუკეთესო სტრატეგიის ჩამოყალიბებაში; აღნიშნული მომსახურება ამ ორგანიზაციისთვის უფასოა და სრულად არის მხარდაჭერილი ევროკომისიის მიერ. IP Booster-ის მიერ მცირე და საშუალო საწარმოებისა და კვლევითი ბენეფიციარებისთვის გაწეული შეთავაზებული მომსახურება მოიცავს შემდეგს: ინტელექტუალური საკუთრების აუდიტი; პატენტების კარტირება; ინტელექტუალური საკუთრების შეფასება ან ფინანსურ-იურიდიული ექსპერტიზა; პატენტები, დიზაინი და სავაჭრო ნიშნის გამოყენება; და მოლაპარაკება ტექნოლოგიის გადაცემის საკითხზე.

მნიშვნელოვანია, რომ ამ საექსპერტო მომსახურებას ახორციელებენ ვენჩურული კაპიტალდაბანდების და ბიზნეს-სტრატეგიების დიდი გამოცდილების მქონე კომპანიები.

ციფრულ ტექნოლოგიებთან (ხელოვნური ინტელექტი, ბლოკიჩეინი, “Cloud” ტექნოლოგიები, დიდი მონაცემები, პატენტების მასშტაბის განსაზღვრა, კიბერსკვოტინგი) დაკავშრებით წარმოშობილი ინტელექტუალური საკუთრების საკითხების გადაჭრა

ვინაიდან ციფრული ტექნოლოგიები არის კომპლექსური, განვითარებადი და სწრაფად ცვალებადი, ინტელექტუალური საკუთრების საკონსულტაციო ორგანიზაციები ცდილობენ ითანამშრომლონ სპეციალიზებულ საინფორმაციო ტექნოლოგიურ ბიზნეს-ასოციაციებთან, რომლებიც სპეციალურ სამუშაო ჯგუფებსაც კი ქმნიან კორპორატიული ბიზნესის ექსპერტების მონაწილეობით ციფრულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული IPR-ის თავისებურებების შესასწავლად, და რეკომენდაციების შესამუშავებლად ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ოფისების, და ინტელექტუალური საკუთრების ევროპის ორგანიზაციის (EPO) და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისთვის (WIPO). ორგანიზაციას DIGITALEUROPE ჰყავს სამუშაო ჯგუფი 130-ზე მეტი წევრით, რომელიც წყვეტს სავაჭრო საიდუმლოების, ერთიანი პატენტების და ინტელექტუალური საკუთრების უფლების ძალაში შესვლის პრობლემებს მესამე ქვეყნებში.

მცირე და საშუალო საწარმოებისა და ორგანიზაციებისთვის ხელმისაწვდომია სხვადასხვა სახის ონლაინ საშუალებები

მონაცემთა ბაზა;  EPO-ს ინსტრუქციები ინტელექტუალური საკუთრების დაცვის შესახებ; ევროკავშირის პორტალი Your Europe;  პროექტი ip4inno (ინტელექტუალური საკუთრება ინოვაციისთვის) , და სხვ.

იკრიბება სტატისტიკა ან შემთხვევების ანალიზი IPR მართვის კომერციული მნიშვნელობის შესახებ; პოლიტიკის დამსახველების მიერ გამოიყენება ემპირიული მონაცემები პრობლემების უკეთ გასაგებად და IPR ეკოსისტემის გასაუმჯობესებლად

მცირე და საშუალო საწარმოების IP ტაბლომ 2019  დაადგინა, რომ „საკუთარი IP უფლებების რეგისტრაციის შემდეგ მფლობელთა 54% აღნიშნავდა დადებით გავლენას, მათ შორის – რეპუტაციის ზრდა (52%), ბრუნვის ზრდა (39%) და ახალ ბაზრებზე გასვლის უნარი (37%)”.

შემდეგი ნაბიჯები

ინიციატივის EU4Digital საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების გუნდის მიერ გაკეთებული სრული ანგარიში ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესახებ სფეროში „IPR მართვა ციფრული ინოვაციებისთვის“ გამოყენებული იქნა ხარვეზების ანალიზის ჩარჩოს შესამუშავებლად სომხეთისთვის; ხარვეზების ანალიზის საფუძველზე შემუშავდა პოლიტიკური რეკომენდაციები და მოხდა მათი შესაბამისობაში მოყვანა ანალოგიურ ეროვნულ დოკუმენტებთან. 

ეს რეკომენდაციები დაედება საფუძვლად ინდივიდუალური ეროვნული პოლიტიკის განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავებას სომხეთისთვის, რაც ახლა შემუშავების პროცესშია. ეს სამოქმედო გეგმა განსაზღვრავს კონკრეტულ მონაწილე მხარეებს პარტნიორ ქვეყანაში, ევროკავშირის მექანიზმებს, პლატფორმებს, და პრაქტიკას, რომელიც შეიძლება მოპოვებული და დამტკიცებული იყოს, და შესაძლოა, კონკრეტულ პარტნიორებს ევროკავშირის ქვეყნებში. პროგრამის შემდგომი საქმიანობა (ტრენინგი, სასწავლო ვიზიტები, ქსელური ღონისძიებები, პოპულარიზაცია და სხვ.) მხარს დაუჭერს დაინტერესებულ მხარეებს შემდგომ საქმიანობაში ხარვეზების გამოსასწორებლად.

ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის ათვისება ამ გზით დაეხმარება ინტელექტუალური საკუთრების უფლების მართვის ჩამოყალიბებული ეკოსისტემის შექმნას ციფრული ინოვაციებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

საბოლოოდ, საერთო საკანონმდებლო ჩარჩო საშუალებას მისცემს სომხეთს უკეთ ისარგებლოს ევროკავშირის ერთიანი ციფრული ბაზრით, და გაცვალოს და შეიმუშაოს ახალი ინოვაციური იდეები პარტნიორებთან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან.

წარმატების ისტორიები

ერთი კლიკი ევროპულ ბაზრამდე — როგორ ეხმარება ევროკავშირი საქართველოს ელექტრონული კომერციის განვითარებაში

ყველაფერი სამი ახალგაზრდა ქალით დაიწყო. 2016 წლის შემოდგომაზე დაფუძნებული „რკო“, რომელიც ბავშვის სამოსს აწარმო…

გაიგეთ მეტი

ტყუპი დების ცხოვრება ციფრულმა უნარებმა შეცვალა

16 წლის ტყუპებს, ნინი და ანი მერაბიშვილებს პატარაობისას ანიმაციური ფილმების ყურება უყვარდათ. მაგრამ განსხვავებ…

გაიგეთ მეტი

იხილეთ ყველა