30/04/2024
პროგრამა EU4Digital მასპინძლობს პირველ ტრენინგს აღმოსავლეთ პარტნიორობის ინოვაციური კლასტერებისთვის
2024 წლის 18 აპრილს პროგრამის EU4Digital პოტენციალის შექმნის და ქსელური აქტივობის ღონისძიებაში აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის 70 ინოვაციური კლასტერის 85-მდე წარმომადგენელმა და კლასტერების მართვის ახალმა ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა. პროგრამის EU4Digital საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულებამ შეკრიბა მონაწილეები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან და უკრაინიდან სპეციალურ ტრენინგის ღონისძიებაზე პროგრამის EU4Digital ახალი ინოვაციური კლასტერული აქტივობის ფარგლებში, რომელიც აპრილის პირველ რიცხვებში გამოცხადდა.
გაიგეთ მეტი-
11/02/2022
პროექტმა CyberEast საქართველოში ფინანსური გამოძიების, ვირტუალური ვალუტის და დარქნეტის საკითხებზე ტრენინგი ჩაატარა
2-4 თებერვალს ევროკავშირის და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის, CyberEast ფარგლებში სასწავლო კურსი ჩატარდა. ფინანსური გამოძიების, ვირტუალური ვალუტის და დარქნეტის საკითხებზე გამართულ ტრენინგში 21 ქართველი გამომძიებელი და პროკურორი მონაწილეობდა. წინანდლის ღონისძიება იმ ტრენინგების სერიის უკანასკნელი კურსი გახლდათ, რომელიც პროექტმა რეგიონის ყველა ქვეყანაში (ბელარუსის გარდა) ჩაატარა. კურსის მონაწილეებს ტრენინგი ჩაუტარდათ ისეთ თემებზე, როგორიცაა ბლოკჩეინის ანალიზი, ვირტუალური აქტივების სერვისის პროვაიდერები (VASP) და მეთოდები, რომლებითაც საქართველოს მოქალაქეები თავიანთი კრიპტოვალუტებით ვაჭრობენ. CyberEast აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის სისხლის სამართლის უწყებების მხარდასაჭერად დამატებითი ღონისძიებების ჩატარებასაც გეგმავს. ამ გზით უწყებები მეტად ეფექტიანად შეძლებენ კიბერდანაშაულთან ბრძოლას და ციფრული მტკიცებულებების მოპოვებას. ამისათვის პროექტის საქმიანობა ფოკუსირდება შემდეგ საკითხებზე: პარალელური ფინანსური გამოძიება და დაზვერვა, კიბერდანაშაულის შემოსავალი, ფინანსური თაღლითობა და ფულის გათეთრება. გარდა ამისა, პროექტი ყურადღებას გაამახვილებს ვირტუალურ ვალუტაზე და დარქნეტში ფინანსური დანაშაულების გამოვლენის მიზნით ჩატარებულ გამოძიებებზე კონცეფციის, „მისდიე ფულს“ (follow the money), კონტექსტში. გავრცელებული ინფორმაციით, ქსელ Tor-ზე არსებული ფარული სერვისების დაახლოებით 30% უკანონო საქმიანობის ამა თუ იმ ფორმას უკავშირდება. ამ საქმიანობათა შორისაა ისეთი უკანონო პროდუქტებით ვაჭრობა, როგორებიცაა ნარკოტიკები, იარაღი, კომპრომეტირებული მონაცემები, ყალბი დოკუმენტები, მედიკამენტები, ქიმიკატები და სხვა. დამატებითი ინფორმაცია პრესრელიზი
გაიგეთ მეტი -
16/12/2021
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი რეგიონის ციფრული ტრანსფორმაციისთვის ნიადაგს ამზადებს
15 დეკემბერს ჩატარებულ აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტზე ხაზგასმული იქნა მდგრადი ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელობა რეგიონში.
გაიგეთ მეტი -
08/12/2021
COVID-19-ის შემდეგ: ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაციის განვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში
A new OECD report published by the EU4Business From Policies to Action Project highlights the challenges and priorities for advancing the digital business transformation in the Eastern partner countries.
გაიგეთ მეტი -
29/09/2021
პარტნიორული ურთიერთობა ციფრული ტრანსფორმაციისთვის: ციფრული მიღწევები და პრიორიტეტები აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისთვის
28 სექტემბერს პროგრამის EU4Digital საკოორდინაციო კომიტეტის სხდომაზე განიხილეს ევროკავშირის პოლიტიკის ციფრული სექტორის პრიორიტეტები, ინიციატივის EU4Digital ოთხი პროექტის მიღწევები და სამომავლო გეგმები, ასევე საქმის ვითარება ექვს პარტნიორ ქვეყანაში და მათი სამომავლო პრიორიტეტები.
გაიგეთ მეტი -
28/09/2021
ციფრული პოტენციალის გამოყენება უკეთ აღსადგენად: აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული კონფერენცია – პასუხი მომავალი ათწლეულის ძირითად გამოწვევებზე
300-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველ ციფრულ კონფერენციაში, რომელიც 27 სექტემბერს დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა.
გაიგეთ მეტი -
17/09/2021
ციფრული კონფერენცია აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის
Key stakeholders from across the Eastern Partnership will gather on 27 September for the ‘Digital Conference for the Eastern Partnership’
გაიგეთ მეტი -
17/09/2021
პროგრამის EU4Digital საკოორდინაციო კომიტეტი
The EU4Digital Initiative is holding its third annual Steering Committee Meeting from 27 September to 1 October
გაიგეთ მეტი -
17/09/2021
ციფრული კონფერენცია აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის
Key stakeholders from across the Eastern Partnership will gather on 27 September for the ‘Digital Conference for the Eastern Partnership’
გაიგეთ მეტი -
17/09/2021
ინიციატივის EU4Digital საკოორდინაციო კომიტეტი: ციფრული სფეროს მთავარი პრიორიტეტები
The EU4Digital Initiative is holding its third annual Steering Committee Meeting from 27 September to 1 October
გაიგეთ მეტი -
19/08/2021
ევროკავშირის ტექნიკური დახმარების და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) ღონისძიება ციფრული პოლიტიკის საკითხებზე ახლა ვებინარების ციკლის საშუალებით არის ხელმისაწვდომი
ვებინარების ახალი ციკლი ევროკავშირის ციფრული პოლიტიკის საკითხებზე ხელმისაწვდომია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საჯარო ადმინისტრაციებისთვის.
გაიგეთ მეტი -
06/07/2021
აღმოსავლეთ პარტნიორობა: ციფრული ტრანსფორმაცია აღდგენის, მდგრადობისა და რეფორმების განახლებული დღის წესრიგის ერთ-ერთი პრიორიტეტია
ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერა ევროკავშირის და მისი აღმოსავლეთ პარტნიორების მომავალი თანამშრომლობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, აღნიშნულია აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის შემდგომი პერიოდის პრიორიტეტებში, რომელიც 2 ივლისს გამოქვეყნდა.
გაიგეთ მეტი -
03/05/2021
პროგრამის EU4Digital ნდობის და უსაფრთხოების ქსელური ღონისძიება
2021 წლის 28 აპრილს პროგრამამ EU4Digital მოაწყო ნდობის და უსაფრთხოების ქსელური ღონისძიება, რომელზეც შეიკრიბნენ მონაწილეები აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან ნდობის და უსაფრთხოების მიმდინარე საქმიანობის განხილვის და სამომავლო გეგმების დასახვის მიზნით.
გაიგეთ მეტი