რეგიონული სემინარი ფართოზოლოვანი კავშირის რუკების შედგენის საკითხზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის

  • თარიღი: 10/11/20
  • გააზიარეთ:

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების 50-ზე მეტმა ოფიციალურმა პირმა მიიღო მონაწილეობა სამდღიან ონლაინ სემინარში ფართოზოლოვანი კავშირის რუკების შედგენის საშუალებების და გამოყენების საკითხებზე, რომელიც
4-6 ნოემბერს ჩატარდა და რომელიც ორგანიზებული იყო ევროკომისიის ტექნიკური დახმარების და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) ფარგლებში.

სემინარის მიზანი იყო ცოდნის, გამოცდილების გაზიარება და გადაწყვეტების შეთავაზება ფართოზოლოვანი კავშირის ინფრასტრუქტურის და მომსახურების რუკების შესადგენად; ამისათვის გამოყენებული იყო ღია პროგრამული უზრუნველყოფა, სივრცული მონაცემები და გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემა.

სემინარის განმავლობაში ექსპერტებმა სლოვენიიდან და ხორვატიიდან რეკომენდაციები გაუწიეს მონაწილეების იმის თაობაზე, თუ როგორ შეიმუშაონ საკუთარი ფართოზოლოვანი კავშირის მომსახურების რუკა, თითოეულ პარტნიორ ქვეყანაში ხელმისაწვდომი ტექნიკური აპლიკაციების და მონაცემების გამოყენებით. სემინარს ასევე მიმართა აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელთა ქსელის (EaPeReg) დამოუკიდებელ მარეგულირებელთა ფართოზოლოვანი კავშირის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის (EWG) თავმჯდომარემ და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ციფრული განვითარების წამყვანმა სპეციალისტმა, რომელთაც წარმოადგინეს სახელმძღვანელო რეკომენდაციები ფართოზოლოვანი კავშირის რუკების შედგენის თაობაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის.

გარდა ამისა, ექსპერტებმა მიაწოდეს მონაწილეებს რეკომენდაციები ინვესტიციების და ინოვაციების მხარდამჭერი ციფრული ეკოსისტემის განვითარების საშუალების რელევანტურობის საკითხებზე, და ფართოზოლოვანი კავშირის რუკების შედგენის საშუალებების შექმნის და/ან ტექნიკური მომსახურების საკითხზე.

ღონისძიების დეტალები და პრეზენტაციები სრულად

ახალი ამბები

იხილეთ ყველა