-
31/07/2023
5G აუქციონები საქართველოში: შესაძლებლობები ოპერატორებისთვის 28 ივლისს დაიხურება
2023 წლის აგვისტოში ტელეკომის ოპერატორებს შეუძლიათ შეიტანონ განაცხადი აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, რომლის მიზანია მე-5 თაობის (5G) ინტერნეტ-ტექნოლოგიის დანერგვა საქართველოში. კომუნიკაციების კომისიამ, რომლიც ქვეყანაში სამაუწყებლო და ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოა, აუქციონი 6 ივლისს გამოაცხადა. განაცხადების შეტანის საბოლოო ვადაა 2023 წლის 28 ივლისი, 17:00 საათი ადგილობრივი დროით (GMT+4).
გაიგეთ მეტი -
23/06/2023
პროგრამა EU4Digital განახლებულ და გაუმჯობესებულ ვებსაიტზე გეპატიჟებათ!
გაინტერესებთ ახალი ამბები, რესურსები და სხვა ინფორმაცია ციფრული ტრანსფორმაციის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში? პროგრამა EU4Digital გიწვევთ მისი განახლებული ვებსაიტის გამოსაკვლევად: https://eufordigital.eu/! განახლებულ ვებსაიტზე პროგრამა EU4Digital გთავაზობთ მისი ციფრული საზოგადოების განახლებულ ინფორმაციას და გაუმჯობესებულ ურთიერთობას მომხმარებელთან.
გაიგეთ მეტი -
14/06/2023
პროგრამამ EU4Digital მონაწილეობა მიიღო დამოუკიდებელ მარეგულირებელთა და ფართოზოლოვანი ქსელის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის მე-14 შეხვედრაში
პროგრამის EU4Digital ტელეკომუნიკაციის წესების მიმართულებამ მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელთა ქსელის (EaPeReg) დამოუკიდებელ მარეგულირებელთა და ფართოზოლოვანი ქსელის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის (IRB EWG) მე-14 შეხვედრაში. 2023 წლის 10-11 მაისს ჩატარებულ შეხვედრაზე განიხილეს ფართოზოლოვანი ქსელის განვითარება და დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოებისთვის არსებული მოდელი აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში.
გაიგეთ მეტი -
14/06/2023
ტელეკომის ოპერატორები 2024 წლიდან ევროკავშირსა და მოლდოვაში როუმინგის ტარიფებს შეამცირებენ
ევროკავშირის და მოლდოვის რესპუბლიკის ტელეკომის ოპერატორებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას როუმინგის გადასახადების შემცირების შესახებ ბიზნესისა და მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამ ორ ტერიტორიას შორის მოგზაურობენ. ევროკომისიამ და მოლდოვის ხელისუფლებამ მხარი დაუჭირეს 2023 წლის 31 მაისს გამოქვეყნებულ ნებაყოფლობით დეკლარაციას, რომელიც ასახავს საზიარო მიზანს როუმინგის გრძელვადიანი შეთანხმების უზრუნველსაყოფად და მოლდოვის დასაახლოვებლად ევროკავშირის ერთიან ბაზართან. ევროკავშირი მხარს უჭერს ამ პროცესს და მოლდოვის ინტეგრაციას ევროკავშირის როუმინგის რეჟიმთან ინიციატივის EU4Digital საშუალებით.
გაიგეთ მეტი -
24/01/2023
2023-2024 წლებში ევროკავშირი ციფრულ ტრანსფორმაციაში 4.5 მილიარდი ევროს ინვესტიციას განახორციელებს
ევროკავშირის ციფრულ ტრანსფორმაციასთან დაკავშირებული მიზნების მისაღწევად, 2023-24 წლებში სამუშაო პროგრამის Horizon Europe საშუალებით 4.5 მლრდ ევროზე მეტი გამოიყოფა, რაც სამუშაო პროგრამის მთელი ბიუჯეტის 33%-ს აღემატება.
გაიგეთ მეტი -
24/01/2023
ახალი ნაბიჯი ციფრული ათწლეულისკენ: ძალაში შედის 2030 წლის პოლიტიკის პროგრამა
ციფრული ათწლეულის პოლიტიკის პროგრამა 2030 ძალაში შევიდა. ევროპის პარლამენტმა, წევრმა ქვეყნებმა და ევროკომისიამ ერთობლივად დასახეს კონკრეტული ამოცანები და სამიზნეები ციფრული ეკონომიკის განვითარების ამ სტრატეგიული კონცეფციის ოთხ ძირითად სფეროში.
გაიგეთ მეტი