ციფრული უნარების ქსელი ამტკიცებს სახელმძღვანელო რეკომენდაციებს მცირე და საშუალო საწარმოების და მიკრობიზნესის კომპეტენციების ჩარჩოსთვის
თარიღი: 08/12/20
1 დეკემბერს პროგრამის EU4Digital მიერ ორგანიზებულ ონლაინ ღონისძიებაზე ციფრული უნარების ქსელმა დაამტკიცა კომპეტენციების ჩარჩოს გამოყენების სახელმძღვანელო რეკომენდაციები მცირე და საშუალო საწარმოებისა და მიკრობიზნესისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
ღონისძიების ამოცანა იყო სახელმძღვანელო რეკომენდაციების დამტკიცება და შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრა, მათ შორის მომავალი ტრენინგები, პროგრამის EU4Digital და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის.
შეხვედრაზე განიხილეს შესაძლო თანამშრომლობა წყარო ევროპულ ჩარჩოებს შორის, რეკომენდაციები მათი ინტეგრირებული გამოყენებისთვის, კონკრეტული რეკომენდაციები სამსახურეობრივი ფუნქციების პროფილების შესამუშავებლად და ტერმინოლოგია, რომელიც გამოიყენება ე-კომპეტენციების ჩარჩოში (e-CF), DigComp-სა და ევროპული უნარების, კომპეტენციების, კვალიფიკაციების და პროფესიების (ESCO) კლასიფიკაციაში.
სახელმძღვანელო რეკომენდაციების განხილვის დროს გაკეთდა განმარტებები შესაბამისი შიდა დოკუმენტების, სტრატეგიების და ჩარჩოების შემუშავებასთან დაკავშირებით, და საბოლოო სახე მიეცა ძირითად განსაზღვრებებს. საფუძვლიანი დისკუსიის შემდეგ, ციფრული უნარების ქსელმა დაამტკიცა სახელმძღვანელო რეკომენდაციები.
ღონისძიებაზე განხილული იქნება ტრენინგის საჭიროებების დადგენილი პრიორიტეტები, ასევე ფორმატი, რომელშიც ჩატარდება შემდეგი ტრენინგები, სასწავლო ვიზიტები და კონფერენციები:
ეროვნული ტრენინგები ციფრული უნარების და სამუშაო ადგილების ეროვნული კოალიციების ჩამოყალიბების და მართვის საკითხებზე;
რეგიონული ტრენინგი ევროპული ე-კომპეტენციების და ციფრული კომპეტენციების ჩარჩოების სარგებლიანობის საკითხებზე;
რეგიონული ტრენინგი ციფრული უნარების გაზომვის ევროპული პრაქტიკის და მეთოდოლოგიის საკითხებზე;
რეგიონული ტრენინგი მცირე და საშუალო საწარმოების და მიკრობიზნესის კომპეტენციების ჩარჩოს გამოყენების საკითხზე;
რეგიონული ტრენინგი ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესახებ ციფრული უნარებში პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების და გადამზადების საკითხებზე კონკრეტულ სექტორებში, რომლებიც არ არის დაკავშირებული საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან;
ორი დაგეგმილი სასწავლო ვიზიტიდან ირლანდიასა და ბასკონიაში, მინიმუმ ერთი ჩატარდება ონლაინ ღონისძიების სახით COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების გამო;
კონფერენცია “ციფრული უნარები მე-4 ინდუსტრიული რევოლუციისთვის” ჩატარდება 2021 წლის განმავლობაში.
პროგრამა EU4Digital მხარს უჭერს ციფრული კომპეტენციების ჩარჩოს განვითარებას მცირე და საშუალო საწარმოებისა და მიკრობიზნესისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ასევე ტრენინგების და კონფერენციების ორგანიზებას და პოლიტიკის დამსახველებისა და ტრენინგის პროვაიდერების სასწავლო ვიზიტებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ევროკავშირის პრაქტიკის გავრცელების მიზნით.
ამ ვებსაიტზე ჩვენ ვიყენებთ cookie-ფაილებს იმისათვის, რომ გაგიუმჯობესოთ ვებსაიტზე მუშაობა, ვებსაიტზე ნავიგაცია და ამ ვებსაიტით სარგებლობის ანალიზი. ღილაკზე ""თანხმობა ყველა cookie-ფაილზე” თითის დაჭერით, თქვენ ეთანხმებით cookie-ფაილების გამოყენებას ჩვენს მიერ.
დამატებითი ინფორმაცია ჩვენს მიერ გამოყენებული cookie-ფაილების შესახებ, ან თქვენი cookie-ფაილების პარამეტრების შეცვლა შეგიძლიათ Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკაში.
ფუნქციური Cookie-ფაილები
ფუნქციური Cookie-ფაილები, რომლებიც აუცილებელია ვებსაიტის ფუნქციონირებისთვის. ეს Cookie-ფაილები ასევე გვეხმარება ვებსაიტის საქმიანობის მაჩვენებლების შეფასებაში და აუმჯობესებს მომხმარებელთან ურთიერთობას; გარდა ამისა, ისინი იმახსოვრებს ნებისმიერ პარამეტრს, რომელიც შესაძლოა არჩეული გქონდეთ.
If you disable this cookie, we will not be able to save your preferences. This means that every time you visit this website you will need to enable or disable cookies again.
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები, რომლებსაც ვიყენებთ მომხმარებლის აქტივობაზე და სესიებზე თვალის მიდევნების მიზნით იმისათვის, რომ შევძლოთ უფრო პერსონალიზებული მომსახურების მიწოდება, და (სარეკლამო Cookie-ფაილების შემთხვევაში) რომლებსაც საიტზე ათავსებენ ის მესამე მხარეები, ვისთან ერთადაც ვახორციელებთ სარეკლამო კამპანიებს, და რომლებიც გვაძლევს თქვენთვის შესაბამისი რეკლამის მოწოდების საშუალებას. ეს არის არასავალდებულო Cookie-ფაილები და მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მათზე უარის თქმა ნებისმიერ დროს.