ელ-ხელმოწერა: მთავარი ნაბიჯი, ციფრული მომავლის მიმართულებით
წარმოიდგინეთ, რომ მცირე ბიზნესის მფლობელი ხართ და დოკუმენტების ხელმოსაწერად კვირაში რამდენიმე საათი გჭირდებათ. უფრო ადვილი არ იქნებოდა, თუ გ…
გაიგეთ მეტი
საქართველო | 11/11/21ინიციატივის EU4Digital ფარგლებში, ევროკავშირი მხარს უჭერს ციფრულ ეკონომიკას და საზოგადოებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, და ხელს უწყობს ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციას რეგიონში მოქალაქეების, საჯარო ადმინისტრაციებისა და ბიზნესის ინტეგრირებული ონლაინ სერვისებით უზრუნველსაყოფად.
ძირითადი ფაქტორი ამ ამოცანის განსახორციელებლად არის კორესპონდენტთა ექვსი EU4Digital ქსელი პარტნიორი ქვეყნებიდან და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან, რომლებიც პასუხისმგებლები არიან კონკრეტული პოლიტიკის სფეროებზე; ამ პოლიტიკის სფეროებს საფუძველი ჩაეყარა 2016 წლის ოქტომბერში ციფრული საზოგადოების საკითხზე ჩატარებულ აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტრთა შეხვედრაზე. EU4Digital ქსელები წარმოადგენს პლატფორმებს საუკეთესო პრაქტიკის და გამოცდილების გასაზიარებლად აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის და ევროკავშირთან, თანამშრომლობის მხარდასაჭერად და ერთობლივი პროექტების და სტრატეგიული გეგმების შესამუშავებლად; ისინი ორიენტირებულია კონკრეტულ და მიღწევად შედეგებზე, რომელთა მიზანია მოქალაქეთა ცხოვრების და ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება.
ტელეკომის ქსელი
„აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ქსელი“ (EaPeReg) არის ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებელი პლატფორმა ელექტრონული კომუნიკაციების ქსელებისა და სერვისებისთვის. „აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელ ქსელი“ (EaPeReg) აერთიანებს სამ მთავარ სამუშაო ჯგუფს; ეს ჯგუფებია: როუმინგის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფი (REWG), ბენჩმარკინგის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფი (BEWG) და სპექტრის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფი (SEWG).
ძირითადი მონაწილეები:
ნდობის და უსაფრთხოების ქსელი
ნდობის და უსაფრთხოების ქსელი ორიენტირებულია ნდობის მნიშვნელობაზე ციფრულ ეკონომიკაში და კიბერ-უსაფრთხოებაში, როგორც საშუალებაზე ინტერნეტის გახსნილობის და ონლაინ თავისუფლების შესანარჩუნებლად; თავის მხრივ ინტერნეტის გახსნილობა და ონლაინ თავისუფლება წარმოადგენს ოპერაციულად თავსებადი სახელმწიფოთაშორისი ელექტრონული სამთავრობო სამსახურების აუცილებელ შემადგენელ ელემენტებს. აღნიშნული აძლიერებს შემდეგს:
ძირითადი მონაწილეები:
ე-ვაჭრობის ქსელი
ე-ვაჭრობის ქსელის სამოქმედო სფეროა იმპორტ-ექსპორტის სრული ციკლის ციფრული ასპექტები. ის მოიცავს სხვადასხვა საკითხებს, რომელთა შორისაა კომერცია, საბაჟო, ლოგისტიკა და სახელმწიფოთაშორისი პროცედურები. უმნიშვნელოვანესი საკითხებია ელექტრონული იდენტიფიკაცია, ციფრული ნდობის სამსახურები, ქსელის და ინფორმაციის უსაფრთხოება და კიბერ-უსაფრთხოება.
ძირითადი მონაწილეები:
საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური (ICT) ინოვაციის ქსელი
საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციები ფოკუსირებულია სამეცნიერო კვლევის, სტარტაპების და ინოვაციური ეკოსისტემების მხარდაჭერაზე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში. სავარაუდოდ, ეს სამუშაო გააუმჯობესებს მაღალხარისხიანი სამეცნიერო კვლევების გაცვლას და სახელმწიფოთაშორის ინვესტიციებს, იმავდროულად პარტნიორი ქვეყნების სტარტაპებს გაუმარტივებს წვდომას ევროკავშირის ბაზრებზე, და პირიქით.
ძირითადი მონაწილეები:
ე-ჯანმრთელობის ქსელი
ე-ჯანმრთელობის მიზანია საერთო გამოწვევების განსაზღვრა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და რეგიონული ჰარმონიზაციის რეკომენდაციების გაცემა ე-ჯანმრთელობის და აქტიური და ჯანმრთელი დაბერების საკითხებზე.
ძირითადი მონაწილეები:
ე-უნარების ქსელი
ე-უნარების ქსელის მიზანია ციფრული უნარების ეროვნული სტრატეგიების შემუშავება და დანერგვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, რაც განხორციელდება ციფრული სამუშაო ადგილების ეროვნული კოალიციების ჩამოყალიბებით, ევროკავშირის „ელექტრონული უნარების და სამუშაო ადგილების კოალიციის“ გამოცდილების გათვალისწინებით.
ძირითადი მონაწილეები: