
Home / Stay Informed /
რას აკეთებს პროგრამა EU4Digital საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროში?
Date: 24/04/20
საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროში :პროგრამა EU4Digital მოქმედების სამ მიმართულებას იყენებს:
- აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონში ხელსაყრელი საკანონმდებლო ჩარჩოს განვითარების მხარდაჭერა, რომელიც ხელს უწყობს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების წინსვლას ევროკავშირის მიდგომების და საუკეთესო პრაქტიკის საფუძველზე. I ფაზაში ეს გაკეთდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ პოლიტიკის პრიორიტეტებად დასახულ ხუთ სფეროში და მოიცავდა ქვეყნისთვის სპეციფიკურ პოლიტიკის რეკომენდაციებს და სამოქმედო გეგმებს, რომლებიც ქვეყანაში შესაბამისმა სტრუქტურებმა უნდა განახორციელონ. II ფაზაში ჩვენ ვმუშაობთ პოლიტიკური რეკომენდაციებზე, რათა ხელი შევუწყოთ კონკრეტული ახალი ტექნოლოგიების (მაგ., ევროპული ხელოვნური ინტელექტის საკანონმდებლო ჩარჩო) გამოყენებას რეგიონში ევროკავშირის პოლიტიკის შესაბამისად.
- ქსელური აქტივობის ხელშეწყობა ინოვაციის ეკოსისტემის მონაწილეებს შორის რეგიონში და ევროკავშირის წამყვან ქსელებთან და ორგანიზაციებთან. ეს ხდება მიზნობრივი ღონისძიებების, სასწავლო ვიზიტების და სტარტაპის და ინოვაციების ფორუმების საშუალებით, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების თემატური სფეროს სხვა აქტივობებთან ერთად.
- აღმოსავლეთ პარტნიორობის სტარტაპის ეკოსისტემების პლატფორმის მხარდაჭერა, რათა ხელი შეუწყონ მის ინტენსიურ გამოყენებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მონაწილე მხარეების და ევროკავშირის ინვესტორების მიერ.
- პოპულარიზაციის კამპანიების განხორციელება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, რომელიც აამაღლებს ცნობიერებას საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების მნიშვნელობის საკითხებზე და გააძლიერებს ქალთა ჩართულობას საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროში.
I ფაზაში პროგრამამ EU4Digital ჩაატარა „ბაზრის შეფასება ციფრული ინოვაციის და სქეილაფის ინიციატივისთვის (DISC) აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“. გარდა ამისა, პროგრამამ EU4Digital შეიმუშავა გზამკვლევი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარებისთვის, რაც ასევე მოიცავს ტექნოლოგიური მზადყოფნის შეფასებას და კონკრეტულ რეკომენდაციებს სხვადასხვა ქვეყნისთვის. მას შემდეგ, რაც I ფაზაში განისაზღვრა ხარვეზები, II ფაზაში ჩატარდა უწყვეტი, ღრმა კვლევა იმ ხარვეზების დეტალური გამოკვლევის მიზნით, რომლებიც ხელს უშლის საქმიანობას. დეტალური რეკომენდაციების შემუშავებასთან ერთად მაღალმწარმოებლური ინკუბაციის გასაძლიერებლად, პროგრამა EU4Digital მხარს უჭერს კონკრეტული რეგიონული პროგრამის ამოქმედებას, რომლის მიზანია ინკუბაციის მხარდაჭერაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა. გარდა ამისა, პროგრამა EU4Digital შეიმუშავებს ზოგად ჩარჩოს და რეკომენდაციებს ინოვაციის კლასტერების განვითარების მიზნით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
- ICT ინოვაციები