ე-ჯანმრთელობის გადაწყვეტები COVID-19-თან საბრძოლველად: ვირტუალური სემინარი აშუქებს გლობალურ და აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების პასუხებს
თარიღი: 11/05/20
ინიციატივის EU4Digital ე-ჯანმრთელობის გუნდმა გასულ თვეში ჩაატარა ონლაინ სემინარი აღმოსავლეთ პარტნიორობის ე-ჯანმრთელობის ქსელის წარმომადგენლებთან ერთად COVID-19 პანდემიის პასუხად განხორციელებული ღონისძიებების განსახილველად. ე-ჯანმრთელობის გუნდმა მონაწილეებს გაუზიარა საკუთარი შეფასება იმის შესახებ, თუ როგორ ხდებოდა კრიზისი მართვა გლობალურად ციფრული ჯანმრთელობის პერსპექტივიდან, ზოგად ტენდენციებზე ხაზგასმით; აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებმა კი მათ მიერ ვირუსის საწინააღმდეგოდ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრეს.
ინიციატივის EU4Digital ე-ჯანმრთელობის გუნდმა განიხილა რამდენიმე ზოგადი თემის გადასაჭრელად გამოყენებული საშუალებები, მათ შორის მობილიზაცია კრიზისის მართვისთვის, ციფრული ჯანმრთელობის პლატფორმები და ტელემედიცინა ხელმისაწვდომობის კუთხით, Cloud-ის და მობილური აპლიკაციების ამოქმედების უნარი და მონაცემთა ეფექტური გამოყენება კრიზისის გამოცდილების მართვისათვის, ასევე ფართომასშტაბიანი ე-სწავლების პოტენციალი ინფორმაციის განახლების და გაზიარების უზრუნველსაყოფად, და დისტანციური მუშაობის მხარდასაჭერად.
გაზიარებულ შეფასებებს შორის განსაკუთრებით გაესვა ხაზი არსებული სერვისების და ინფრასტრუქტურის მოცემული დანიშნულებით გამოყენებას, კერძოდ:
ე-ჯანმრთელობის არსებული სამსახურების გამოყენება პაციენტებთან საკომუნიკაციოდ და პაციენტის დამატებითი სადიაგნოსტიკო ვარიანტების ხელშეწყობისთვის;
ე-სწავლების არსებული პლატფორმების გამოყენება იმისათვის, რომ ჯანდაცვის მუშაკების ჰქონდეთ წვდომის ერთი პუნქტი სტრუქტურულ კონტენტთან, COVID-19-თან დაკავშირებული კვლევითი ინფორმაციის და სიახლეების სწრაფი გავრცელების უზრუნველსაყოფად.
გუნდმა აღნიშნა, რომ არსებული ინფრასტრუქტურის წინაშე იდგა გამოწვევები გაზრდილ მიმდინარე მოთხოვნებთან ადაპტაციის კუთხით, და რომ ამიტომ ჯანდაცვის რეფორმები და ციფრული ტრანსფორმაცია ამ კრიზისის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს, თუმცა განსხვავებული გზით. კრიზისის მართვისთვის ყველაზე აუცილებელ საშუალებებს შორის დასახელდა ერთობლივი ოპერაციები, მონაცემთა მართვის და ანალიზის საშუალებები და 360-გრადუსიანი გამოცდილების მართვა სხვადასხვა მონაწილე მხარეებს შორის.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ გაზიარებული და განხორციელებული ძირითადი გადაწყვეტები იყო შემდეგი:
ყველა ქვეყანამ მოახდინა COVID-19 საკონტაქტო ცენტრების მობილიზაცია სახელმწიფო დონეზე.
მონიტორინგის და მონაცემთა შეკრების სისტემების ამოქმედება და ზოგადი ანალიტიკური მონაცემების გამოქვეყნება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის განახლების ინდიკატორული პანელის ფორმით.
მობილური აპლიკაციების ამოქმედება (მაგ. AI, chatbots) პაციენტების ტრიაჟის, კონტაქტების მიკვლევის და მდებარეობაზე მეთვალყურეობის მიზნით.
ვირუსის გავრცელების შესაზღუდად, რამდენიმე ქვეყანამ გამოიყენა ტელეკომის ოპერატორების მონაცემები პაციენტების მხრიდან სავალდებულო წესების დაცვის და მონიტორინგის მიზნით.
ქვეყნებს, რომლებსაც ჰქონდათ არსებული ეროვნული საოპერაციო ე-ჯანმრთელობის პლატფორმები, შეეძლოთ ვირტუალური სამედიცინო მომსახურების არსებული ინფრასტრუქტურის (მაგ. ePrescription, eReferrals ლაბ. ტესტებისთვის, ტელემედიცინა და სხვ.) გამოყენება მოცემული დანიშნულებით, სერვისების პროვაიდერებთან პაციენტების არასაჭირო ვიზიტების თავიდან აცილების მიზნით.
სექტორთაშორისი თანამშრომლობის დანერგვა (მაგ. მედიკამენტების გამოწერის ელექტრონული რეცეპტების სისტემის და პაციენტებთან მიტანის ეროვნული საფოსტო სერვისის კომბინირებული გამოყენება).
გარდა ამისა, ფართოდ იყო გამოყენებული ჰაკათონები, როგორც იდეების და გადაწყვეტების გენერირების საშუალება.
გაზიარებულ გადაწყვეტებს ჰქონდათ საერთო იდეები და ინოვაციური მიდგომები როგორც არსებული ინფრასტრუქტურის და სერვისების მოცემული დანიშნულებით გამოყენების, ისე ახალი გადაწყვეტების სწრაფად ამოქმედების უნარის თვალსაზრისით. სემინარი იყო საერთო სადისკუსიო პლატფორმა ყველა ამ უმნიშვნელოვანესი პრაქტიკის გასაზიარებლად.
ამ ვებსაიტზე ჩვენ ვიყენებთ cookie-ფაილებს იმისათვის, რომ გაგიუმჯობესოთ ვებსაიტზე მუშაობა, ვებსაიტზე ნავიგაცია და ამ ვებსაიტით სარგებლობის ანალიზი. ღილაკზე ""თანხმობა ყველა cookie-ფაილზე” თითის დაჭერით, თქვენ ეთანხმებით cookie-ფაილების გამოყენებას ჩვენს მიერ.
დამატებითი ინფორმაცია ჩვენს მიერ გამოყენებული cookie-ფაილების შესახებ, ან თქვენი cookie-ფაილების პარამეტრების შეცვლა შეგიძლიათ Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკაში.
ფუნქციური Cookie-ფაილები
ფუნქციური Cookie-ფაილები, რომლებიც აუცილებელია ვებსაიტის ფუნქციონირებისთვის. ეს Cookie-ფაილები ასევე გვეხმარება ვებსაიტის საქმიანობის მაჩვენებლების შეფასებაში და აუმჯობესებს მომხმარებელთან ურთიერთობას; გარდა ამისა, ისინი იმახსოვრებს ნებისმიერ პარამეტრს, რომელიც შესაძლოა არჩეული გქონდეთ.
If you disable this cookie, we will not be able to save your preferences. This means that every time you visit this website you will need to enable or disable cookies again.
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები, რომლებსაც ვიყენებთ მომხმარებლის აქტივობაზე და სესიებზე თვალის მიდევნების მიზნით იმისათვის, რომ შევძლოთ უფრო პერსონალიზებული მომსახურების მიწოდება, და (სარეკლამო Cookie-ფაილების შემთხვევაში) რომლებსაც საიტზე ათავსებენ ის მესამე მხარეები, ვისთან ერთადაც ვახორციელებთ სარეკლამო კამპანიებს, და რომლებიც გვაძლევს თქვენთვის შესაბამისი რეკლამის მოწოდების საშუალებას. ეს არის არასავალდებულო Cookie-ფაილები და მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მათზე უარის თქმა ნებისმიერ დროს.