პროგრამამ EU4Digital გამოაქვეყნა საკუთარი რეკომენდაციები ე-კომერციის ჰარმონიზაციის მიზნით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის. რეკომენდაციების სია შემუშავდა, როგორც ე-კომერციული საქმიანობის ნაწილი პროგრამის EU4Digital ე-ვაჭრობის თემატურ სფეროში.
ანგარიშის ზოგადი ამოცანაა რეკომენდაციების გაცემა ე-კომერციის ჰარმონიზაციის საკითხებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს და ევროკავშირს შორის შემდეგ სამ სფეროში: ეკოსისტემა, საკანონმდებლო ჩარჩო და სტანდარტები. ამ რეკომენდაციების მიზანია:
- სახელმწიფოთაშორის ე-კომერციაში არსებული ბარიერების დაძლევა;
- სახელმწიფოთაშორისი ე-კომერციის მოცულობის გაზრდა;
- ქვეყნების უკეთ ინფორმირება და მომზადება ევროკავშირის 2021 წელს განსახორციელებელი ცვლილებებისთვის ე-კომერციის სფეროში.
ეს რეკომენდაციები შეიმუშავეს პროგრამის EU4Digital ე-კომერციის ექსპერტებმა და ადგილობრივმა ექსპერტებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან შემდეგი სახით:
- ევროკავშირში არსებული საქმის ვითარება, როგორც საბაზისო მონაცემები. საბაზისო მონაცემები სტრუქტურირებულია ე-კომერციის ღირებულებათა ჯაჭვის ირგვლივ და აღწერს ბაზარზე პროდუქციის მიწოდების, განაწილების და გაყიდვისშემდეგომ პროცესებში ჩართულ მხარეებს, ინფორმაციას და ღონისძიებებს. ღირებულებათა ჯაჭვი და საბაზისო მონაცემები მოიცავს 100-ზე მეტი ძირითადი საკითხის აღწერას საკანონმდებლო, სტანდარტების და ე-კომერციის ეკოსისტემის სფეროებში.
- საქმის ვითარების ანალიზი ე-კომერციაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. ანალიზი ჩატარდა ინტერვიუების, სემინარების და კვლევის საშუალებით. ევროკავშირის ქვეყნებიდან ანალიზში მონაწილეობდა 50-ე მეტი მხარე, მათ შორის სამინისტროები, საბაჟო და საგადასახადო უწყებები, საფოსტო და ლოგისტიკის ოპერატორები, ბაზრები, ბიზნეს-ასოციაციები, ადგილობრივი ექსპერტები.
- პროფესიული მოსაზრებები პროგრამის EU4Digital ექსპერტებისგან ძირითადი ხარვეზების თაობაზე ტრანსსასაზღვრო ე-კომერციისთვის.
- კონსულტაციების ორგანიზება და შეთანხმებები ეროვნულ მონაწილე მხარეებთან.
- რეკომენდაციების შემუშავება ევროკავშირის პრაქტიკის საფუძველზე, რომელთა მიზანია ე-კომერციული ტრანზაქციების მოცულობის გაზრდა და მხარდაჭერის საჭირო ღონისძიებების გატარება ე-კომერციის ასამოქმედებლად.
გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავდა ექვსი ეროვნული სამოქმედო გეგმა, რომლებმაც შეადგინა შემდგომი განხორციელების ბაზისი შემდეგი საშუალებებით:
- აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ხელისუფლებების მიერ საჭირო ცვლილებების გატარება საკანონმდებლო და სტანდარტების სფეროებში მოწოდებული კონკრეტული პუნქტების საფუძველზე;
- სამთავრობო და არასამთავრობო მონაწილე მხარეების მიერ რეკომენდაციების ეკონომიკის განვითარების ეროვნულ გეგმებში გამოყენება პრაქტიკული მიზნებით.
შემოთავაზებული რეკომენდაციებიდან ერთი-ერთი (ამ ანგარიშის #1 რეკომენდაცია) – ვირტუალური საწყობის შექმნა, შეარჩიეს პილოტირებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს (აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი) და ევროკავშირს შორის (გერმანია). საპილოტე პროექტის ფარგლებში უნდა შეიქმნას ადგილობრივი საქონლის ეროვნული ვირტუალური საწყობები / მონაცემთა ბაზები ე-კომერციაში მონაწილე
მხარეების ერთმანეთთან დასაკავშირებლად, რათა მათ შეძლონ ინფორმაციის ავტომატურად გაცვლა ვაჭრობის, საბაჟოს და მიწოდების საკითხებზე. დამატებითი ინფორმაცია ამ საპილოტე პროექტის შესახებ მიიღეთ აქ.
ჩამოტვირთეთ ანგარიშები:
მოლდოვის რესპუბლიკა