-
11/04/2024
ჩამოტვირთეთ ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის ანგარიში 5G კერძო ქსელების განვითარების შესახებ
პროგრამის EU4Digital ექსპერტებმა ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის ანგარიში 5G კერძო ქსელების განვითარების შესახებ მოამზადეს ტელეკომის წესების მიმართულების აქტივობები ფარგლებში.
გაიგეთ მეტი -
28/03/2024
5G და თხილამურები! საქართველოში მეხუთე თაობის ქსელის გაფართოება დაიწყო
დეკემბრიდან მარტამდე, როდესაც საქართველოში თხილამურებით სრიალის აქტიური სეზონია, ყველაზე პოპულარულ სათხილამურო კურორტებს ათიათასობით ტურისტი სტუმრობს. სეზონის დადგომასთან ერთად, რომელიც მაისამდე გრძელდება, კომპანიამ Cellfie Mobile ქვეყანაში 5G ინტერნეტი დანერგა; ეს პროცესი სამთო-სათხილამურო კურორტებით ბაკურიანით და გუდაურით და თბილისის დიდუბის და დიდი დიღმის რაიონებით დაიწყო.
გაიგეთ მეტი -
21/03/2024
საქართველოს კომუნიკაციების კომისია სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე მაღალი ფასების საკითხს მოაგვარებს
კვლევამ გამოავლინა, რომ ფასები სატელეკომუნიკაციო სერვისებზე საქართველოში გაცილებით მაღალია, ვიდრე ევროპაში. საქართველოს კომუნიკაციების კომისია ამ უთანასწორობის მოგვარებას გეგმავს.
გაიგეთ მეტი -
21/03/2024
საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ მონაწილეობა მიიღო ევროპის G5 კონფერენციაში
საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ მონაწილეობა მიიღო ევროპის 5G კონფერენციაში, რომელიც 2024 წლის 30-31 იანვარს ბრიუსელში ჩატარდა. კონფერენცია 2016 წლიდან ყოველწლიურად ტარდება ევროპაში ტელეკომუნიკაციების ინდუსტრიის და 5G ეკოსისტემის განვითარების მიზნით.
გაიგეთ მეტი -
13/03/2024
მიიღეთ მონაწილეობა პროგრამის EU4Digital სემინარში ევროკავშირის 5G უსაფრთხოების ინსტრუმენტების პაკეტის განსახილველად
2024 წლის 27 მარტს პროგრამა EU4Digital ყველა დაინტერესებულ პირს იწვევს ონლაინ სემინარზე აქტივობების დასაწყებად ევროკავშირის 5G უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინსტრუმენტების პაკეტის დანერგვის მიზნით. პროგრამის EU4Digital ტელეკომის წესების მიმართულება საქმიანობას იწყებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებთან თანამშრომლობის საფუძველზე.
გაიგეთ მეტი -
28/12/2023
ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების საკითხებზე მოლაპარაკებების დაწყების და საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ
2023 წლის 14–15 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მოლაპარაკებების დაწყების შესახებ უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების საკითხზე. ეს იყო საეტაპო მომენტი ორივე ქვეყნის ხალხისთვის, რომლებიც მუდმივად გამოხატავდნენ თავიანთ ევროპულ რწმენას. ევროკავშირის ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მინიჭების შესახებ.
გაიგეთ მეტი -
13/12/2023
აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ციფრულ სფეროს განიხილავს
დაკავშირებადობა, რეგიონული როუმინგი და ციფრული ტრანსფორმაცია იყო იმ საკითხებს შორის, რომლებიც 2023 წლის 11 დეკემბერს აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალზე იქნა განხილული. ღონისძიებაზე შეიკრიბნენ ევროკავშირის სახელმწიფოების და მათი ხუთი აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნის (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდოვის რესპუბლიკა და უკრაინა) საგარეო საქმეთა მინისტრები. ღონისძიებამ საშუალება მისცა მონაწილეებს ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ მოსაზრებები აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ, შეეჯამებინათ მისი მიღწევები და განესაზღვრათ კონკრეტული რეკომენდაციები მომავლის პოლიტიკისთვის.
გაიგეთ მეტი -
01/12/2023
ციფრული დაკავშირებადობა: გზა ტრანსფორმაციისკენ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში
სამედიცინო, საგანმანათლებლო, ფინანსური, ბიზნესის და სამთავრობო სერვისების ონლაინ მიწოდების ზრდასთან ერთად, ციფრული კავშირი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ყოველდღიურ ცხოვრებაში. აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ციფრული დაკავშირებადობის გაუმჯობესებაზე მუშაობის პროცესში, პროგრამა EU4Digital 2019 წლიდან მჭიდროდ თანამშრომლობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან სომხეთთან, აზერბაიჯანთან, საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან. ამ თანამშრომლობით ისინი ხელს უწყობენ მაღალსიჩქარიან, დაცულ და მდგრად ციფრულ დაკავშირებადობას ხელმისაწვდომ ფასად მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის. რა იქნა მიღწეული და როგორ უწყობს ხელს ეს მიღწევები აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ციფრული ტრანსფორმაციის უფრო ფართო პოლიტიკურ მიზნებს?
გაიგეთ მეტი -
29/11/2023
ადამიანური ფაქტორი ციფრულ ტრანსფორმაციაში: აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული კონფერენცია-2023
ადამიანზე ორიენტირებული საჭიროებები და უპირატესობები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რადგან ჩვენი მიზანია მდგრადი ციფრული ტრანსფორმაცია - ასე შეთანხმდნენ მონაწილეები პროგრამის EU4Digital ციფრულ კონფერენციაზე აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის, რომელიც 2023 წლის 14 ნოემბერს ჩატარდა. ღონისძიების თემამ „ციფრული სტრატეგიული ავტონომია: ციფრული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენება საზოგადოებებისა და ეკონომიკის გაძლიერების მიზნით“, შექმნა შესაძლებლობა იმის გამოსაკვლევად, თუ როგორ შეუძლია ციფრულ დაკავშირებადობას და ხელოვნური ინტელექტის მსგავს მიღწევებს გამოავლინოს ინოვაციები მდგრადი მთავრობის, ეკონომიკისა და საზოგადოების მიმართულებით მუშაობის პროცესში.
გაიგეთ მეტი