ტელეკომუნიკაციის წესები: ინიციატივა EU4Digital აგრძელებს პრიორიტეტებზე მუშაობას პირისპირ შეხვედრების ვირტუალური კომუნიკაციით ჩანაცვლების პირობებში

  • თარიღი: 15/05/20
  • გააზიარეთ:

გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ვირტუალური კომუნიკაციის პოპულარობა ბიზნესის გარემოში გაიზარდა, რაც ხელს უწყობს ფიზიკური შეხვედრის ადგილზე გამგზავრებასთან დაკავშირებული დამატებითი დროისა და ხარჯების დაზოგვას. თუმცა მგზავრობაზე დახარჯული დროის და ხარჯების მიუხედავად, პირისპირ შეხვედრებს ზოგიერთ შემთხვევასა და ზოგიერთ დარგში კვლავაც ენიჭებოდა უპირატესობა. მაგრამ დღესდღეობით COVID-19 პანდემიამ ვირტუალური კომუნიკაცია თანამშრომლობის ერთადერთ ფორმაც აქცია, და განსაზღვრა ალტერნატიული ციფრული ვარიანტები, რომლებიც კონფერენციების ჩვეულ რეჟიმში ორგანიზების ნაცვლად გამოიყენება.

ვინაიდან EU4Digital არის მრავალეროვანი პროექტი და მასში ჩართულები არიან სხვადასხვა მონაწილე მხარეები, კერძოდ, სამინისტროები, მარეგულირებელი უწყებები და სხვა, ის ძალიან არის დამოკიდებული პირისპირ კომუნიკაციაზე და მოიცავს მგზავრობას როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის, ისე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. შეხვედრები და კონფერენციები ჩვეულებრივ მოითხოვს საფუძვლიან დაგეგმვას და მათი ორგანიზება რამდენიმე თვით ადრე ხდება. ევროპაში COVID-19-ის გავრცელების დაწყებისას, პროგრამის EU4Digital ტელეკომუნიკაციის წესების გუნდმა გამოიჩინა პროაქტიულობა და დაუყოვნებლივ გადაწყვიტა აზერბაიჯანში, მოლდოვაში, საქართველოსა და ბელარუსში დაგეგმილი ვიზიტების გადადება, ასევე ექსპერტთა ჯგუფის შეხვედრების გადადება, COVID-19-თან დაკავშირებული სიტუაციის გარკვევამდე. მაგრამ ერთმანეთის მიყოლებით მრავალ ქვეყანაში გამოცხადებული კარანტინის გამო ცხადი გახდა, რომ შეხვედრების ორგანიზებისთვის და სამუშაოს გასაგრძელებლად ალტერნატიული გზები იყო საჭირო.

COVID-19 პანდემიის პასუხად ინიციატივის EU4Digital ტელეკომუნიკაციის წესების გუნდმა შექმნა ცალკეული ვირტუალური ჯგუფები Microsoft Teams (MS Teams) პლატფორმაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელთა ქსელის (EaPeReg) ექსპერტთა თითოეული სამუშაო ჯგუფისთვის. ეს ეფექტიანი თანამშრომლობის საშუალებას აძლევს როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელთა ქსელს (EaPeReg), ისე ინიციატივის EU4Digital გუნდს. გარდა ამისა, ინიციატივამ EU4Digital როუმინგის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფთან (REWG) ერთად ფიზიკური შეხვედრები გადაიტანა ვირტუალურ გარემოში და მოაწყო სამი REWG ვირტუალური შეხვედრა, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ჰქონდათ შესაძლებლობა გამოეხატათ მოსაზრება როუმინგის რეგიონული შეთანხმების (RRA) სამუშაო ვერსიის შესახებ, და მოელაპარაკათ შემდგომ ნაბიჯებზე როუმინგის რეგიონულ შეთანხმებაზე ხელმოწერის მიზნით. ამ უპრეცედენტო დროში, როდესაც ყველა ეჩვევა მუშაობის ახალ მეთოდებს, მნიშვნელოვანია მინიმუმამდე იყოს დაყვანილი პირისპირ კონტაქტი და ამგვარად – COVID-19-ის გავლენა, იმავდროულად წინსვლით და პროდუქტიულობის შენარჩუნებით. ამ პროცესში ინიციატივამ EU4Digital აღმოაჩინა, რომ ერთობლივი შედეგების მისაღწევად ვირტუალური კომუნიკაცია შეიძლება ისეთივე ნაყოფიერი იყოს, როგორც ფიზიკური შეხვედრები.

ახალი ამბები

იხილეთ ყველა