

მთავარი / იყავით ინფორმირებული / უახლესი ინფორმაცია
პროგრამის EU4Digital საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების პოლიტიკის ძირითადი სფეროების განხორციელების სამოქმედო გეგმები ქვეყნებისთვის
თარიღი: 14/07/20
პროგრამამ EU4Digital დაასრულა ერთ წელიწადზე მეტი პერიოდის სამუშაო აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის მხარდასაჭერად და შეიმუშავა რეკომენდაციები ეროვნული პოლიტიკის ინსტრუმენტებისთვის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების პოლიტიკის შერჩეულ პრიორიტეტულ სფეროებში.
პოლიტიკის შერჩეული სფეროებია:
- ინტელექტუალური საკუთრების უფლებების მართვა ციფრული ინოვაციებისთვის (სომხეთი);
- ახალი ორგანიზაციული ფორმები საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების მხარდასაჭერად (აზერბაიჯანი);
- ციფრულ ინოვაციებზე მომუშავე მცირე და საშუალო საწარმოების წვდომა დაფინანსებაზე (საქართველო, უკრაინა);
- საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების ეკოსისტემები სტარტეპებისა და სქეილაფებისთვის (მოლდოვა);
- ინდუსტრიის ციფრული ტრანსფორმაცია (მცირე და საშუალო საწარმოების ციფრული ტრანსფორმაცია ტრადიციულ სექტორებში) (ბელარუსი).
თითოეული ამ სფეროსთვის, პროგრამამ შეისწავლა ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკა, ჩაატარა ხარვეზების ანალიზი თითოეულ ქვეყანაში და შეიმუშავა რეკომენდაციები, რომლებიც განსაზღვრავს ევროკავშირის კონკრეტულ საშუალებებს, პლატფორმებს და პრაქტიკას, რომელსაც შეიძლება დაეუფლონ აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნების მონაწილე მხარეები. გარდა ამისა, პროგრამამ შეადგინა ევროკავშირის ინოვაციის პოლიტიკის განხორციელების მოწინავე პრაქტიკის მქონე 200-ზე მეტი ორგანიზაციის სია, რომელთაც განუმარტეს, რომ განიხილებიან პოტენციურ პარტნიორებად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობისთვის.
აღნიშნული ანალიზის შემდეგ, პროგრამის საბოლოო სამუშაოს შედეგი იყო ექვსი ეროვნული სამუშაო გეგმა, რომელთა საფუძველზე განხორციელდება ეროვნულ დონეზე დაფინანსებული ან ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტები. აღნიშნული სამუშაო გეგმების განხორციელებაში დაინტერესებული მონაწილე მხარეები აიღებენ წამყვან ფუნქციას, როგორც კონკრეტული საქმიანობის მფლობელები ან იქნებიან მათი განმახორციელებელი გუნდის წევრები. გარდა ამისა, სამოქმედო გეგმებში განსაზღვრულია შემოთავაზებული აქტივობების რეალური სტატუსი, განხორციელების ინდიკატური გრაფიკი და მიდგომა განხორციელებისადმი ევროკავშირის პრაქტიკის საფუძველზე.
ამ საქმიანობის დროს, მობილიზებული იყო მონაწილე მხარეთა ფართო ჯგუფები და მიღებული იყო ინფორმაციები ეროვნულ მონაწილე მხარეებთან კონსულტაციების საშუალებით, რომლებიც ჩატარდა 2020 წლის მაისში და ივნისში, და რომლებშიც ჩართული იყო 100-ზე მეტი მონაწილე კერძო და საჯარო სექტორის 60 ორგანიზაციიდან. პროგრამამ EU4Digital წარმოადგინა შედეგები და გადასცა ისინი ბენეფიციარ ქვეყნებს და ევროკომისიას.
სომხეთი
ქვეყნის მონაწილე მხარეებთან კონსულტაცია ჩატარდა 2020 წლის 16 ივნისს პოლიტიკის სფეროს საკითხზე „ინტელექტუალური საკუთრების უფლებების მართვა ციფრული ინოვაციებისთვის“.
შემოთავაზებული სამოქმედო გეგმა ამ სფეროსთვის ფოკუსირებულია პრაქტიკული ქმედებების განსაზღვრაზე ეკონომიკური პერსპექტივიდან, რაც შეიძლება დაეხმაროს ეკოსისტემის პოტენციალის გაძლიერებას სტარტაპების და მცირე და საშუალო საწარმოების მხარდასაჭერად ციფრული ინოვაციებით მათი ინტელექტუალური საკუთრების შედეგების ეფექტური მართვის მიზნით საერთაშორისო ბაზრებზე.
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო შვიდმა წამყვანმა ორგანიზაციამ, რომლებიც უკავშირდება შერჩეულ საკითხს, მათ შორის საჯარო სექტორის, საგანმანათლებლო, არასამთავრობო და კერძო სექტორის ორგანიზაციებმა; მათ კოორდინაციას უწევდა სომხეთის რესპუბლიკის მაღალტექნოლოგიური მრეწველობის სამინისტრო.
მოლდოვის რესპუბლიკა
კონსულტაციები ქვეყნის მონაწილე მხარეებთან მოლდოვაში ჩატარდა 2020 წლის 15 მაისს პოლიტიკის სფეროში „საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციის ეკოსისტემები სტარტაპების და სქეილაფებისთვის“.
ეკოსისტემა ციფრული ინოვაციებისთვის განიხილება როგორც ადამიანების მიერ ფორმირებული, სტარტაპები და კომპანიები სხვადასხვა სტადიაზე, ასევე სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციები, რომლებიც ურთიერთქმედებენ, როგორ სისტემა ციფრული ინოვაციების შექმნის და მხარდაჭერის მიზნით.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ შერჩეულ საკითხთან დაკავშირებული წამყვანი ორგანიზაციები, მათ შორის საჯარო და კერძო სექტორი, ხოლო მათ კოორდინაციას აწარმოებდა ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
აზერბაიჯანი
კონსულტაციები ქვეყნის მონაწილე მხარეებთან აზერბაიჯანში ჩატარდა 2020 წლის 12 ივნისს პოლიტიკის სფეროში „ახალი ორგანიზაციული ფორმები საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების მხარდასაჭერად“.
პოლიტიკის ეს სფერო ეხება თანამედროვე ორგანიზაციულ ფორმებს, რომლებიც ჩნდება ეკოსისტემაში ციფრული ინოვაციების მხარდასაჭერად; ეს ფორმებია: ინოვაციური კლასტერები და კლასტერული ორგანიზაციები, აქსელერატორები, კომპეტენციის ცენტრები, ციფრული ინოვაციის ჰაბები, ასევე საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობა ციფრული ინოვაციებისთვის. სამოქმედო გეგმა განიხილავს პოტენციურ სფეროებს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ამ ახალი ორგანიზაციული ფორმების უფრო ფართოდ გამოყენების და ეფექტიანი მუშაობისთვის.
დისკუსიაში მონაწილეობდა შერჩეულ საკითხთან დაკავშირებული შვიდი წამყვანი ორგანიზაცია, მათ შორის საჯარო და კერძო სექტორის ორგანიზაციები, ხოლო მათ კოორდინაციას აწარმოებდა ტრანსპორტის, კომუნიკაციის და მაღალი ტექნოლოგიების სამინისტრო.
უკრაინა და საქართველო
კონსულტაციები ქვეყნის მონაწილე მხარეებთან ჩატარდა 2020 წლის 22 მაისს უკრაინაში და 2020 წლის 29 მაისს საქართველოში პოლიტიკის სფეროში „ციფრულ ინოვაციებზე მომუშავე მცირე და საშუალო საწარმოების წვდომა დაფინანსებაზე“.პოლიტიკის ეს სფერო ეხება იმ სტარტაპების და მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსურ საჭიროებებს, რომლებისთვისაც ციფრული
ინოვაციები წარმოადგენს ბიზნეს მოდელის ბირთვს; ეხება ასევე არსებულ საწარმოებს ტრადიციულ ინდუსტრიაში, რომლებიც ციფრულ ინოვაციებს იყენებენ ოპერაციების ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად.
უკრაინაში დისკუსიებში მონაწილეობდა ჩვიდმეტი ორგანიზაცია, ხოლო მათი კოორდინაციას უწევდა უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტრო.
საქართველოში დისკუსიაში მონაწილეობდა შერჩეულ საკითხთან დაკავშირებული შვიდი ორგანიზაცია, კერძო და საჯარო ორგანიზაციების ჩათვლით, ხოლო კოორდინირების ფუნქციას ასრულებდა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.
ბელარუსი
კონსულტაციები ქვეყნის მონაწილე მხარეებთან ბელარუსში ჩატარდა 2020 წლის 12 ივნისს პოლიტიკის სფეროში „ინდუსტრიის ციფრული ტრანსფორმაცია (მცირე და საშუალო საწარმოების ციფრული ტრანსფორმაცია ტრადიციულ სექტორებში)“.
ეს საკითხი ეხება მცირე და საშუალო საწარმოების საჭიროებებს ციფრული ტექნოლოგიების და ციფრული ინოვაციების ათვისების გზაზე (ციფრული ტრანსფორმაცია) მათი ოპერაციების ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად და მათი ბიზნესის მოდელის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად. ციფრული ტრანსფორმაციის ეკონომიკაში მცირე და საშუალო საწარმოები განიხილება კონკრეტულ სამიზნე ჯგუფად, რადგან ჩვეულებრივ, მათ არა აქვთ ფინანსური და ადამიანური რესურსები ციფრული ტრანსფორმაციის კომპლექსური და მრავალმხრივი პროცესის სტაბილურად განსახორციელებლად.
დისკუსიაში მონაწილეობდა შერჩეულ საკითხთან დაკავშირებული ჩვიდმეტი წამყვანი ორგანიზაცია, მათ შორის საჯარო და კერძო სექტორი და აკადემიური წრეები, ხოლო მათ კოორდინაციას აწარმოებდა ბელარუსის რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრო.
ქვეყნის კონკრეტული სამოქმედო გეგმები რეკომენდაციების ვრცელი ნუსხით მალე იქნება ხელმისაწვდომი პროგრამის EU4Digital ბიბლიოთეკაში.
- აზერბაიჯანი
- ბელარუსი
- მოლდოვის რესპუბლიკა
- საქართველო
- სომხეთი
- უკრაინა
- ICT ინოვაციები
დამატებითი ახალი ინფორმაცია
01/12/2023
ციფრული დაკავშირებადობა: გზა ტრანსფორმაციისკენ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში
სამედიცინო, საგანმანათლებლო, ფინანსური, ბიზნესის და სამთავრობო სერვისების ონლაინ მიწოდების ზრდასთან ერთად ციფრ…
გაიგეთ მეტი29/11/2023
ადამიანური ფაქტორი ციფრულ ტრანსფორმაციაში: აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული კონფერენცია-2023
ადამიანზე ორიენტირებული საჭიროებები და უპირატესობები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რადგან ჩვენი მიზანია მდ…
გაიგეთ მეტი21/11/2023
ციფრული სფერო დღესდღეობით უმნიშვნელოვანესია: პროგრამის EU4Digital საკოორდინაციო კომიტეტის 2023 წლის შეხვედრა
ციფრული სფერო ყოველდღიურობის უმნიშვნელოვანეს ნაწილად იქცა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში (EaP). ამიტომ დღეის…
გაიგეთ მეტი

01/12/2023
ციფრული დაკავშირებადობა: გზა ტრანსფორმაციისკენ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში
სამედიცინო, საგანმანათლებლო, ფინანსური, ბიზნესის და სამთავრობო სერვისების ონლაინ მიწოდების ზრდასთან ერთად ციფრ…
გაიგეთ მეტი
29/11/2023
ადამიანური ფაქტორი ციფრულ ტრანსფორმაციაში: აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული კონფერენცია-2023
ადამიანზე ორიენტირებული საჭიროებები და უპირატესობები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რადგან ჩვენი მიზანია მდ…
გაიგეთ მეტი
21/11/2023
ციფრული სფერო დღესდღეობით უმნიშვნელოვანესია: პროგრამის EU4Digital საკოორდინაციო კომიტეტის 2023 წლის შეხვედრა
ციფრული სფერო ყოველდღიურობის უმნიშვნელოვანეს ნაწილად იქცა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში (EaP). ამიტომ დღეის…
გაიგეთ მეტი